ლევან ნიკოლეიშვილი: მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
495 05 დეკემბერი 2023, 15:40
აი პირადად მე გეუბნებით და პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე - მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში, არც გუშინ შემოსულა, არც გუშინ წინ და ა.შ, - წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, ოთარ ფარცხალაძის რუსული პასპორტით საქართველოში შემოსვლის თაობაზე.
ნიკოლეიშვილის თქმით, ის ჟურნალისტები, რომლებმაც არ მოითხოვეს ფარცხალაძის შემოსვლის მტკიცებულება და ნოდარ მელაძის სიტყვას ენდნენ, მონები და სასაცილო მართული თოჯინები არიან.
„ორი დღეა, ჩამოყალიბებული მატყუარა ნოდარ მელაძე და მისი ტვ პირველი, ღალატის ფორმულა თარგამაძე და მისი 0% იანი არხი, ასევე ოსკაროსანი შოლდანის გლუხი, ნიკა გვარამია და მისი არც თუ ისე მთავარი არხი წიკვინებენ, ოთარ ფარცხალაძე საქართველოში შემოვიდა რუსული პასპორტითო, "აბირჟავებენ" მის სახლთან, პოლიტიკოსებს ეკითხებიან, მეზობლებს აწიოკებენ და აშ... ორი დღეა არავის თავში აზრად არ მოსვლია, რომ ამ ტყუილის მოყვარულებისთვის ვინმეს ეკითხა, რაიმე ფაქტი თუ გაქვთო? აი პირადად მე გეუბნებით და პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე - მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში, არც გუშინ შემოსულა, არც გუშინ წინ და ა.შ... ახლა მივმართავ იმ ჟურნალისტებს, თავიანთი მატყუარა უფროსების დავალებას რომ მონურად, უსიტყვოდ ასრულებენ - სად გაიზარდეთ? არ გიტყდებათ? ნოდარა მელაძემ რომ გითხრათ, ფარცხალაძე საქართველოშიაო, რამე სამტკიცი არ მოითხოვეთ? მის სიტყვაზე ააწიოკეთ ტყუილის გამო მთელი ქვეყანა? აი ამიტომ ხართ მონები და სასაცილო მართული თოჯინები... რაც შეეხება მანქანას, რომელიც ნაცმედიამ გაასაღა როგორც ფარცხალაძის, სინამდვილეში კი დიდი ტყუილი აჭამა ხალხს - ქართველ ბიზნესმენს ეკუთვნის და ამ მანქანით მისი დაცვა გადაადგილდება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი