ნინო ფოჩხუა გიორგი გახარიაზე: კაცი უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა და მაშინ არ იცოდა, ვინ მდიდრდებოდა და ვინ არა. თუ პირიქითაა, იქნებ მისი ნაცნობ-მეგობრები გამდიდრდნენ „ქართულ-ჯიგრულ“ პონტში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
789 06 დეკემბერი 2023, 13:02

ამ კაცის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ადამიანი, გადამწყვეტ მომენტში, ქვეყანას რომ უღალატებს, ნულია, ისევე როგორც მისი ჩამოშლილი პარტია. - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა გიორგი გახარიას თაობაზე.

ნინო ფოჩხუა გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის. ექსპერტის თქმით, მაშინ როცა გახარია თანამდებობებს იკავებდა შესაძლოა მისი ნაცნობ-მეგობრები გამდიდრდნენ „ქართულ-ჯიგრულ“ პონტში.

„გუნდის და პირველ რიგში ქვეყნის მოღალატე გიორგი გახარია, პრემიერ მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ სულ იმუქრება რაღაცების მოყოლით და ვიღაცების დასახელებით ვინც ქვეყნის ხარჯზე გამდიდრდა, რატომღაც არ ასახელებს არავის ან ვინ უნდა დაასახელოს, როცა ეს მისი გამოსვლა "საპნის ბუშტია," როგორც თვითონ. ეს ისევე გასკდება, როგორც მისი რეიტინგი ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ.
კაცი უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა და მაშინ არ იცოდა, ვინ მდიდრდებოდა და ვინ არა თუ პირიქითაა, იქნებ მისი ნაცნობ-მეგობრები გამდიდრდნენ "ქართულ-ჯიგრულ" პონტში? ეს ხომ მან ყველაზე უკეთ იცის. ამ კაცის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ადამიანი, გადამწყვეტ მომენტში, ქვეყანას რომ უღალატებს, ნულია, ისევე როგორც მისი ჩამოშლილი პარტია“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი