დავით ქართველიშვილი: რომ არა კეზერაშვილის ძირითადი სტატუსი - „გლობალური ომის პარტიის გავლენის აგენტი", „ნაცური" თავხედობა ასეთი დიდი ხნით, ვერ გახანგრძლივდებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
540 12 დეკემბერი 2023, 18:13

ის ძალები, რომლებიც დღეს გავლენის აგენტს და კრიმინალ კეზერაშვილს აფარებენ ხელს პლანეტის ყველა კუთხეში - აუცილებლად დამარცხდებიან და მათ აგენტურასაც მოეხსნება "დაუსჯელობის პრეზუმფცია, - წერს ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, სადაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ყველას „არჩევნების შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი".

„რომ არა კეზერაშვილის ძირითადი სტატუსი - „გლობალური ომის პარტიის გავლენის აგენტი", „ნაცური" თავხედობა ასეთი დიდი ხნით ვერ გახანგრძლივდებოდა. დღეს ევროპელი პენსიონერების მძარცველის მიმართ დასავლეთს სამართლებრივი პრეტენზია რომ არ გააჩნია - ესეც დასავლეთის „გლობალური ომის პარტიის" მძევლობაში ყოფნის შედეგია.

სწორედ ამ კონტექსტში მესმის მე ირაკლი კობახიძის სიტყვები: „არჩევნების შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი". ამ არჩევნებში მე არა მხოლოდ საქართველოს საპარლამენტო, არამედ გაისად ჩასატარებელი ყველა ის არჩევნები ამოვიკითხე, რომლებმაც "გლობალური ომის პარტიის" პოზიციები უნდა შეასუსტონ მთელს მსოფლიოში.

ის ძალები, რომლებიც დღეს გავლენის აგენტს და კრიმინალ კეზერაშვილს აფარებენ ხელს პლანეტის ყველა კუთხეში - აუცილებლად დამარცხდებიან და მათ აგენტურასაც მოეხსნება „დაუსჯელობის პრეზუმფცია". ამის საფრთხე შეუძლებელია არ ესმოდეს თვით კეზერაშვილსაც, რომლისთვისაც „უდარდელობის" დროის ათვლის უკუსვლის მექანიზმი იმავე მოქმედებაშია მოყვანილი, როგორც თვითლიკვიდაციისკენ მიმავალ მის „ჯიბის პარტიაში“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი