თამარ ჩიბურდანიძე: "ხალხის ძალა" -მ საკუთარ თავზე აიღო უმძიმესი დარტყმა და ხელისუფლებას მისცა საშუალება ემუშავა, გამარჯვებაც გარდაუვალი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
601 15 დეკემბერი 2023, 12:13
"ეს დღე ჩვენი, ერთობლივი მონაპოვარია. ეს დღე იმ ხალხის მონაპოვარია, ვინც ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირსებით ცდილობდა სტატუსის მოპოვებას," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. 

იგი ულოცავს სრულიად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას და აღნიშნავს, რომ მძიმეა ხვედრი ოპოზიციისა, რომელიც ასეთ ეროვნულად მნიშვნელოვან საკითხში წაგებულ მდგომარეობაშია. 
 
"უპირველეს ყოვლისა, მსურს მივულოცო საქართველოში და საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ევროპული გზის რეალობად ქცევა - სტატუსის მონიჭება! 

მძიმე და რთული იყო ეს გზა. უსამართლობის, შეურაცხყოფის, ზეწოლის და ბულინგის პირობებში ჩვენ  შევძელით გამარჯვების მოპოვება. "ხალხის ძალა" -მ საკუთარ თავზე აიღო  უმძიმესი დარტყმა და ხელისუფლებას მისცა საშუალება ემუშავა, გამარჯვებაც გარდაუვალი გახდა. 

ეს დღე ჩვენი, ერთობლივი მონაპოვარია. ეს დღე იმ ხალხის მონაპოვარია, ვინც ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირსებით ცდილობდა სტატუსის მოპოვებას. ეს დღე ისტორიას დარჩება, როგორც ღირსების ზეიმი, როგორც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება, როგორც ნამდვილი პატრიოტიზმის გამოვლინება. 

მძიმეა ოპოზიციის ხვედრი. მძიმეა დღეს მათი ყოფა. წაგებასაც აქვს ხარისხი. როდესაც ეროვნულად უმნიშვნელოვანეს საკითხში აგებ, უკვე განადგურებული ხარ. ამაზე მეტყველებს მათი დამწუხრებული რეაქცია. იმდენი გამბედაობაც არ ჰყოფნით, რომ ეს აღიარონ და ქვეყანას მიულოცონ ისტორიული დღე. 

რაც მთავარია, ქართველი ხალხი ზეიმობს და ზეიმობს ქვეყანა. უდიდესი ეროვნული მოღვაწეების ოცნება ახდა - საქართველო დამსახურებულად  ევროპულ ოჯახს უბრუნდება. ეს არ იქნება მარტივი გზა, შემდეგშიც ბევრი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით, მაგრამ ამასაც დავძლევთ, საქართველო ეროვნულ ღირსებას არასოდეს დაკარგავს!"
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი