ბაჩო ოდიშარია რეჟისორ ბერიაზე: ენჯეო რეჟისორების საფესტივალო კასტა, ქართველი მაყურებლისთვის არ იღებს ფილმებს და თავად არიან ცენზორები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
587 16 დეკემბერი 2023, 00:12
კინოცენტრი არავის დუქანი არაა და როდესაც ის ახორციელებს პროგრამას ყველანაირი იურიდიული ნორმების დაცვით და იღებს თანხმობას, მოგვიანებით, ლიბერალური ბულინგით დაშინებული ადამიანების პოზიციების ცვლილებები ვერ იქნება ფაქტორი კინოცენტრის პროექტების ფუნქციონირებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, უტა ბერიას ფილმის ჩვენების თაობაზე.

 ბაჩო ოდიშარიას თქმით, ფილმის ჩვენება შეთანხმებული იყო პროდიუსერთან, მაგრამ მას შემდეგ რაც ფილმი პროგრამაში ჩაჯდა ბოიკოტში მყოფმა სუბიექტებმა დაამუნათეს რეჟისორი და მოითხოვა მისი ამოღება, რითაც დადასტურდა, რომ ენჯეო რეჟისორების საფესტივალო კასტა, ქართველი მაყურებლისთვის არ იღებს ფილმებს და აგრეთვე თავად არიან ცენზორები. 

„კინოცენტრში მისვლისთანავე, ჩემი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო რომ თანამედროვე ქართული ფილმების უფასო რეტროსპექტივა მოგვეწყო, რადგან ახალი ფილმები ქართველი მაყურებლისთვის უცნობი და ხელმიუწვდენელი იყო ამდენხანს და მსგავსი რეტროსპექტივაც არასოდეს გაკეთებულა. ამის ფარგლებში, ყველა მოაზრებული ფილმის რეჟისორს გავუგზავნეთ ნებართვის კეთილი ნების წერილი (კეთილი ნების იმიტომ, რომ კინოცენტრი ნებართვას პროდუსერისგან იღებს მისი დაფინანსებული ფილმის ჩვენებაზე, რაც ძალზედ არასწორია - კინოცენტრს მისი დაფინანსებული ფილმის არაკომერციულ ჩვენებაზე ნებართვა ჭირდებოდეს - და აუცილებელია ამ წესის ცვლილება). ერთ-ერთმა ბოიკოტში მყოფმა რეჟისორმა, უტა ბერიამ, მას შემდეგ რაც არ უპასუხა ორჯერ მიწერილ მეილს, შემდგომ მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარისას განაცხადა, რომ ჩვენებაზე თანხმობას პროდუსერი იძლევა და მისგან აიღეთ ნებართვაო. პროდუსერმა ჩვენებაზე თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც ფილმი ჩაჯდა პროგრამაში. პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ, ბოიკოტში მყოფმა სუბიექტებმა დაამუნათეს რეჟისორი, რატომ არის შენი ფილმი პროგრამაშიო, რის მერეც, დაგვდო პატივი და მოგვწერა, რომ არ იყო თანახმა ფილმის ჩვენებაზე. მას განემარტა, რომ სატელეფონო საუბარში თავადვე განგვიცხადა, მსგავს გადაწყვეტილებას ფილმის ჩვენების ნებართვაზე იღებდა პროდუსერი, ხოლო პროდუსერისგან ჩვენ გვქონდა თანხმობა. ამის შემდეგ ის დაუკავშირდა პროდუსერს და მოთხოვა რომ მას მოეწერა ფილმის ამოღების შესახებ წერილი. პროდუსერმა მოიწერა, რომ რეჟისორმა მას თხოვა, ფილმის ამოღება, მაგრამ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, რაც ერთადერთია, ამ მომენტში არსებული კინოცენტრის შიდაგანაწესის მიხედვით, რაც წყვეტს ფილმის გაშვების საკითხს. მოკლედ, დღეს იყო ბერიას ფილმის ჩვენება, რადგან როგორც უკვე ითქვა, კინოცენტრი არავის დუქანი არაა და როდესაც ის ახორციელებს პროგრამას ყველანაირი იურიდიული ნორმების დაცვით და იღებს თანხმობას, მოგვიანებით, ლიბერალური ბულინგით დაშინებული ადამიანების პოზიციების ცვლილებები ვერ იქნება ფაქტორი კინოცენტრის პროექტების ფუნქციონირებისთვის. 
დღეს ბერია მივარდა კინოს სახლში, ვანდალურად გაათიშინა ერთი საათის დაწყებული ჩვენება და მაყურებელს განუცხადა, რომ ის არ იყო თანახმა ფილმის ჩვენებაზე და კინოცენტრმა ისე გაუშვა ფილმი. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი არაერთგზის ნათქვამი, რომ ეს ენჯეო რეჟისორების საფესტივალო კასტა, ქართველი მაყურებლისთვის არ იღებს ფილმებს და აგრეთვე ის ფაქტი, რომ თავად არიან ცენზორები, რადგან კინოს ცენზურის მსგავსი ფაქტი, მას შემდეგ, რაც “ცხელი ძაღლი” დააცენზურეს ნაცებმა, ქართულ კინემატოგრაფში არ გვქონია - შუა სეანსიდან ფილმი გაეთიშოთ. ამით კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა რა პრიორიტეტები აქვთ ბოიკოტის ავანგარდში მყოფებს და რა ტიპის ურთიერთობა და მიმართება ქონდათ მათ კინოცენტრთან. მაგრამ მათი თავგასულობა აღარ გაგრძელდება, ეს არაა ძველი კინოცენტრი, რომელსაც საკუთარი ჯიბის ინსტიტუციად იყენებდნენ და ეს არ არის დუქანი. კინოცენტრის, როგორც ინსტიტუციის პატივისცემის სწავლა მოგიწევთ, და ამას ან ისწავლით, ან გასწავლით!“- წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი