დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილს: საკუთარ სახელმწიფოს ისეთი რა „არმაგედონი" უნდა დამართო, რომ კორუფციის ინდექსის მიხედვით, ან მოლდოვას დავეწიოთ, ან მით უმეტეს უკრაინას?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
576 22 დეკემბერი 2023, 17:03
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც „საინტერესო“ რბოლას“ უწოდებს მოცემულობას, რომლის თანახმადაც ევროინტეგრაციის პროცესში წარმატებისთვის საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უნდა დაეწიოს. 

„დავუბრუნდეთ „სალომე ზურაბიშვილის თასის" გათამაშებას საქართველოს მიერ უკრაინისა და მოლდოვას დაჭერობანაში. ერთადერთი, წინასწარვე უნდა გავარკვიოთ  - ვის რა „ფორა" გააჩნია ამ „საინტერესო" რბოლაში.

არბიტრად მოვიშველიოთ საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International, ხოლო შეჯიბრის სახეობად კორუფცია ავიღოთ. აღნიშნულ კატეგორიაში მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, უკანასკნელი კვლევებით, უკრაინამ დაიკავა 116-ე ადგილი. ეს არის მისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა. ჯერ კიდევ 2012 წელს, 174 ქვეყანას შორის უკრაინას ეკავა 144-ე ადგილი. 

ამ კომპონენტში, მოლდოვას რა თქმა უნდა, უკრაინაზე უკეთესი ადგილი უჭირავს, ის 91-ე ადგილზეა. 

რაც შეეხება „მესამე ადგილზე" მყოფ „ჩამორჩენილ" საქართველოს, 180 ქვეყანას შორის ის იკავებს 41-ე (სიმბოლურ) ადგილს. რაც შეეხება ამ მონაცემების დინამიკას, 2012 წელთან შედარებით (51-ე ადგილი) საქართველომ აშკარად გაიუმჯობესა თავისი პოზიციები. საკითხავი კი მხოლოდ ერთია - საკუთარ სახელმწიფოს ისეთი რა „არმაგედონი" უნდა დამართო, რომ კორუფციის ინდექსის მიხედვით, ან მოლდოვას დავეწიოთ, ან მით უმეტეს უკრაინას? ქალბატონ სალომესგან ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება, ძალიან საინტერესო იქნებოდა...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი