დავით ქართველიშვილი: წინ 2024 წელია - ლიბერალ-ფაშისტების დამარცხების შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს უნდა მიეცეს განვითარების შანსი, რომელიც ენგურს ისევე გადაგვალახინებს, როგორც ებრაელებმა იორდანე გადალახეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
571 29 დეკემბერი 2023, 15:03
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი განვლილი წლებისა და მომავალი 2024 წლის პოლიტიკურ ანალიზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, 2024 წელს საქართველოს უნიკალური შანსი ექნება, ქვეყნის მტრების წინააღმდეგ პოზიციები გაიმყაროს.  

„მორიგი ნაკიანი წელი გვიახლოვდება ამ საუკუნეში. რომელი იყო იოლი? არც ერთი! 

2004 წელი - საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დამკვიდრების პირველი წელიწადი და ცხინვალის რეგიონის მეორედ დე-ფაქტო დაკარგვის პერიოდი;

2008 წელი - ლიბერალ-ფაშისტების მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშეწყობის წელიწადი;

2012 წელი - ლიბერალ-ფაშისტური რეჟიმის დამარცხების პირველი ეტაპი;

2016 წელიწადი - ლიბერალ-ფაშისტების დამარცხების მეორე და შიდაპარტიული მოღალატეების გამოვლენის პირველი ტალღა;

2020 წელი - პანდემიის ურთულესი პერიოდი და ლიბერალ-ფაშისტების მიერ, თავის საერთაშორისო კურატორებთან ერთად „კონტრშეტევაში“ გადმოსვლის დასაწყისი, რასაც გარდაუვალი მარცხი და შიდაპარტიული მოღალატეების მეორე ტალღა მოჰყვა;

წინ 2024 წელია - ლიბერალ-ფაშისტების საბოლოო მარცხის ისტორიულად უნიკალური შესაძლებლობა, როდესაც თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდება ქვეყნის უახლოესი განვითარების 12-წლიანი საკრალური ციკლი და საქართველოს უნდა მიეცეს ახალი განვითარების შანსი, რომელიც ჩვენ ენგურს ისევე გადაგვალახინებს, როგორც თავის დროზე ებრაელებმა იორდანე გადალახეს. ვეცადოთ მაინც...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი