ვატო შაქარიშვილი უკრაინაზე: გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს და მსოფლიო ბანკის მონაცემებით უკრაინული ოჯახების 65% გაღარიბდა, დანგრეულია 1.5 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი და რაც მთავარია დაღუპულია ასეულ ათასობით ადამიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
667 10 იანვარი 2024, 17:44

ნაც-ლიბერალები დაუსრულებლად გვიკიჟინებენ, უკრაინას ჩამოვრჩით და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავეწიოთო, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილმა გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს და მსოფლიო ბანკის მონაცემები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც უკრაინული ოჯახების 65% გაღარიბდა, მოსახლეობა იტანჯება, რადგან მათ არ აქვთ წვდომა წყალზე, საკვებზე, თავშესაფარზე, ჯანდაცვაზე, ისინი ვერ ათბობენ საკუთარ სახლებს, არ გააჩნიათ პირველადი მოხმარების ნივთები და დანგრეული /დაზიანებულია 1.5 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

„ნაც-ლიბერალები დაუსრულებლად გვიკიჟინებენ, უკრაინას ჩამოვრჩით და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავეწიოთო... გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს და მსოფლიო ბანკის მონაცემებით:
*უკრაინული ოჯახების 65% გაღარიბდა;
*უკრაინაში სიღარიბე 5%-დან 24%-მდე გაიზარდა;
*7.1 მილიონი უკრაინელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა;
*დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით არის იძულებით გადაადგილებული;
*6 მილიონზე მეტი კი, ლტოლვილის სტატუსით იმყოფება უცხო ქვეყნებში;(აღურიცხავად, დამატებით, ერთი ამდენი ადამიანია უკრაინიდან გასული)
*მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, შესაბამისად დაკარგა შემოსავალი;
*გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ცნობით, 14.6 მილიონ ადამიანს, რაც უკრაინის მოსახლეობის 40%-ს შეადგენს, 2024 წელს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება დაჭირდება
*ფრონტის ხაზის მიმდებარე არეალებში, 3.3 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე ესაჭიროება დახმარება. მოსახლეობა იტანჯება, რადგან მათ არ აქვთ წვდომა წყალზე, საკვებზე, თავშესაფარზე, ჯანდაცვაზე, ისინი ვერ ათბობენ საკუთარ სახლებს, არ გააჩნიათ პირველადი მოხმარების ნივთები;
*5 მილიონზე მეტ ბავშვს სწავლის შეწყვეტა მოუწია. ათასობით სკოლა, ბაღი და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება დაინგრა ან დაზიანდა;
*დანგრეული და დაზიანებულია 1.5 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი...
და რაც მთავარია დაღუპულია ასეულ ათასობით ადამიანი...“ - წერს ვატო შაქარაშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი