ზურაბ ქადაგიძე დანიის ელჩს: იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
629 11 იანვარი 2024, 15:14
„იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ, არა?!“,  -  ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“  წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საქართველოში დანიის ელჩს, ანე  ტოფტ სორენსენს, რომელმაც  ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

ქადაგიძემ ელჩს მოუწოდა, გაუფრთხილდეს რეპუტაციას და ნუ გახდება  ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი.

„ქალბატონო ელჩო,

იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ, არა?!

თუ, ახალი დავალებაა წამოსული გლობალური პოლიტკონიუქტურის შემოქმედებისაგან და სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებული რადიკალური ოპოზიცია გამოაფხიზლოთ?

შეხსენებისთვის, ქართულმა საზოგადოებამ ჰარცელი და კელი დეგნანი მოინელა, თავიანთი უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განზრახვებითურთ და დამერწმუნეთ, თქვენი მონელება არაფერი დიდი ბედენა იქნება!

ასე, რომ გაუფრთხილდით რეპუტაციას და თქვენ საქმეს მიხედეთ. 

ნუ გახდებით ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი!“ - 
წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი