დავით ქართველიშვილი: გახარიამ ბიძინა ივანიშვილი „დებატებში“ გამოიწვია - ნაკითხმა კონტინგენტმა იცის, როგორც დასრულდა ბულგაკოვის ნაწარმოებში ადამიანად ქცეული ძაღლის მიერ პროფესორის დებატებში გამოწვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
533 12 იანვარი 2024, 15:27
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, აღნიშნულმა ბულგაკოვის ცნობილი მოთხრობა - „ძაღლის გული“ გაახსენა. 

„ვიცოდი, დღეს რაღაც გამიხარდებოდა: გახარიამ ბიძინა ივანიშვილი „დებატებში“ გამოიწვია. ირაკლი კობახიძემ ამას სამართლიანად ახალი ანეკდოტი უწოდა. ნუ, იმ მოკლე ანეკდოტების სერიიდან, როგორიც არის, მაგალითად: „კოლობოკმა თავი ჩამოიხრჩო“ და ა.შ. მე კი ვეცდები ეს სახალისო დაანონსება, ინტელიგენციის ნაკითხ წრეებში ცნობილ, ერთი ძალზე საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოების ჭრილში გავატარო.

მესმის, „ორსავე სექტასა შინა“ რა გაღიზიანებას იწვევს წიგნზე აპელირება, მაგრამ ღვთის წყალობით, ჯერჯერობით ვინც ვერ გაგვანადგურეს ამ კუთხით, ის მიმიხვდება. მაშ ასე, მიხეილ ბულგაკოვი და მისი - „ძაღლის გული“. დიახ, აი, პროფესორი პრეობრაჟენსკი მოსკოვის ერთ-ერთ სასადილოსთან ნაპოვნ უსახლკარო, უჯიშო ცუგას სახლში რომ მოიყვანს, მისგან შემდგომი ქირურგიული მანიპულირების გზით - ადამიანის გამოყვანის მიზნით.

და მერე რა მოხდა: გარეგნულად ადამიანი აუმხედრდა თავის „მეორე მშობელს“, შეეკრა მის იდეოლოგიურ მტრებს, „სახლკომის“ მმართველი შვონდერის სახით, წაიკითხა მისგან მიღებული „ენგელსის მიმოწერა კაუტსკისთან“ და პროფესორი პრეობრაჟენსკი „დებატებში“ გამოიწვია... ნუ, ნაკითხმა კონტინგენტმა შემდგომ რაც მოხდა და რითაც დამთავრდა ყველაფერი, ძალიან კარგად იცის.

არსებობს ლიტერატურაში უკვდავი ნაწარმოები, რომლებიც ზუსტად იმისთვის იწერება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გვასწავლონ ან წიგნში აღწერილი საბედისწერო შეცდომების დაშვებისაგან დაგვიცვან ცხოვრებაში. მხოლოდ ორი წინაპირობაა გასათვალისწინებელი: კითხვა უნდა გიყვარდეს და წაკითხულიდან აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს. ეს კი ჩვენს „ორსავე სექტასა შინა“, ჯერჯერობით, გადაულახავი პრობლემაა.

P.S. ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებთან რაიმე ტიპის დამთხვევა თუ ასოცირება ატარებს მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევით ხასიათს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი