დიმიტრი ხუნდაძე - ვეთანხმები ურსულა ფონ დერ ლაიენს, დეზინფორმაცია იწვევს პოლარიზაციას, ეს საქართველოს მაგალითზე გამოვცადეთ, ვინც დღეს ხელს უშლის გამჭვირვალობას, ის თავადაა დეზინფორმაციის წყარო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
521 16 იანვარი 2024, 21:36
ვეთანხმები ქალბატონ ფონ დერ ლაიენს, დეზინფორმაცია ნამდვილად იწვევს პოლარიზაციას და ჩვენ ეს საქართველოს მაგალითზე ბევრჯერ გამოვცადეთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძის შეფასებით, როგორც ჩანს, „ხალხის ძალის“ მიერ დაწყებული ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, თანხვედრაშია მსოფლიო საზოგადოების ინტერესებთან.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძე წერს, რომ ვინც დღეს ხელს უშლის გამჭვირვალობას, ის თავად არის დეზინფორმაციის წყარო.

„დღეს, დავოსში ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „მომდევნო ორ წელიწადში მსოფლიოს საზოგადოების შეშფოთება არ იქნება კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება, ეს იქნება დეზინფორმაცია, რომელიც იწვევს პოლარიზაციას“. ვეთანხმები ქალბატონ ფონ დერ ლაიენს, დეზინფორმაცია ნამდვილად იწვევს პოლარიზაციას და ჩვენ ეს საქართველოს მაგალითზე ბევრჯერ გამოვცადეთ. სწორედ ამიტომ დავუპირისპირდით ყოველგვარ ყალბ ინფორმაციას, რაც ანგრევს და ანადგურებს სახელმწიფოს და მთავარ იარაღად სიმართლე გავიხადეთ. როგორც ჩანს, ჩვენ მიერ დაწყებული ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, თანხვედრაშია მსოფლიო საზოგადოების ინტერესებთან.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღეს თითქოსდა მთელი დემოკრატიული სამყარო დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვის და ამავე დროს, ხშირად თავად ხდებიან ახალი დეზინფორმაციის წყარო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, თუმცა, უმთავრესი საქართველოა. თავად ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები თვლიან, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზა გამჭვირვალობაა. ჩვენ ვიღებთ მათ რეკომენდაციებს და ვთვლით, რომ საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესი, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, უნდა იყოს გამჭირვალე. გამჭვირვალობა არ არის ის, როდესაც უცხოური ფონდები ჩუმად აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს. გამჭვირვალობა არ არის ის, როდესაც მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის დამალვა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. დეზინფორმაცია „მტრობის სტიმულირებაა“ და ამას სწორედ ის იყენებს, ვისაც საქართველოში მტრობა და არეულობა აწყობს. გარკვეული პირებისგან და ორგანიზაციებისგან დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი დეზინფორმაციის გასავრცელებლად მიმდინარეობს. ვინც დღეს ხელს უშლის გამჭვირვალობას, ის თავად არის დეზინფორმაციის წყარო.

დღეს, დავოსში მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება უახლოესი ორი წლის მთავარი სტრატეგიის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, ამართლებს „ხალხის ძალის“ შექმნის პრინციპს და ამასთანავე, საშუალებას გვაძლევს მეტი ღიაობისთვის და სიმართლის თქმისთვის, რისთვისაც მზად ვართ“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა: „გლობალური ბიზნესსაზოგადოებისთვის მთავარი საზრუნავი მომავალ ორ წელიწადში არის არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაცია, რომელსაც თან მოსდევს პოლარიზაცია ჩვენი საზოგადოებების შიგნით“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის
დავით ქართველიშვილი: "მთავარი არხი", ე.წ. "პროდასავლური მედია" რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? არა - აქ არაფერი უცნაური არ არის, ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, ჰოდა, სულ ფეხზე ჰკიდიათ, ეს ცრუ მღვდელი გუშინ ევროკავშირის დროშას წვავდა თუ ბრაზილიის
ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და "ცალ ფეხზე დგომის" პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული
გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ - ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ
ცოტნე ანანიძე: სააკაშვილს ინფორმაციის მიღება არ უჭირს, უჭირდა ყოველთვის მისი გააზრება. ამიტომაც მმართველობით დაემსგავსა“მურვან ყრუ”-ს
არქივი