ვლადიმერ ბოჟაძე: 2024 წელს დაქსაქსულ და დასუსტებულ ოპოზიციას მხოლოდ დამარცხება ელოდება, ამიტომ აგრძელებს ომის და ღალატის პარტიის მართვადი მედია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი, ტყუილით და დეზინფორმაციით ფონდი ,,ქართუს" წინააღმდეგ ბრძოლას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
452 22 იანვარი 2024, 13:54
,,ქართუს" არცერთი წამით არ შეუწყვეტია საქველმოქმედო პროექტების განხორციელება, მაშინაც კი როცა ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივი სანქციები დაეკისრა. ყველასთვის ცნობილია,  რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არსებული აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა ფონდს გადასცა, სწორედ ფონდი ,,ქართუ" მართავს ყველა კომპანიას და მიღებულ შემოსავალს ისევ ქველმოქმედებაში ხარჯავს, -  წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ ოპოზიციის გარდაუვალი მარცხი განაპირობა და ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და მისდამი ხალხის მხარდაჭერა რადიკალებმა კარგად იციან, სწორედ ამიტომ ებრძვიან მიუღებელი მეთოდებით.

"ბიძინა ივანიშვილის 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლას, ,,ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხება და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლა მოყვა. შემდგომში მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ ოპოზიციის გარდაუვალი მარცხი განაპირობა, 2024 წელსაც დაქსაქსულ და დასუსტებულ ოპოზიციას მხოლოდ დამარცხება ელოდება, სწორედ ამიტომ აგრძელებს ომის და ღალატის პარტიის მართვადი მედია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი, ტყუილით და დეზინფორმაციით  ფონდი ,,ქართუს" წინააღმდეგ ბრძოლას. სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში განხორციელებული პოლიციის და ჯარის რეფორმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, საჯარო მოხელეების გაზრდილ ხელფასს ფონდი ,,ქართუ" იხდიდა, აშენდა სამების ტაძარი, მოხდა სხვა უამრავი ტაძრის აშენება თუ რეაბილიტაცია,  განხორციელდა სკოლების, თეატრების და სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია, ყველაფრის ჩამოთვლას ეს პოსტი ვერც დაიტევს. ფონდი ,,ქართუს" არცერთი წამით არ შეუწყვეტია საქველმოქმედო პროექტების განხორციელება, მაშინაც კი როცა ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივი სანქციები დაეკისრა. ყველასთვის ცნობილია,  რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არსებული აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა ფონდს გადასცა, სწორედ ფონდი ,,ქართუ" მართავს ყველა კომპანიას და მიღებულ შემოსავალს ისევ ქველმოქმედებაში ხარჯავს. საერთო ჯამში დახარჯულია 3 000 000 000 დოლარზე მეტი, 9 000 000 000 ლარზე მეტი, თუმცა რასაც  ბიძინა ივანიშვილი 2011 წლამდე აკეთებდა ქველმოქმედება ყოფილა და 2021 წლის  შემდეგ ,,ქველმოქმედებით ფულის შოვნა", ასეთია ნაცური ლოგიკა და პროპაგანდა.
პოლიტიკაში დაბრუნების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ქონებას კვლავ ფონდი ,,ქართუ" მართავს და ყველა თეთრი მხოლოდ ქველმოქმედებას, მხოლოდ სიკეთეს, მხოლოდ საქართველოს განვითარებას მოხმარდება. რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და მისდამი ხალხის მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ებრძვიან მიუღებელი მეთოდებით, თუმცა როგორც ფონდი ,,ქართუს" საქმიანობა გაგრძელდება კიდევ მრავალი წელი, ისე გაგრძელდება ,,ქართული ოცნების" გამარჯვება და ,,ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება ყველა დონის არჩევნებზე! - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი