ზურაბ ქადაგიძე: “ქართუს” წინააღმდეგ წარმოებული ბინძური კამპანია, რომელსაც რადიკალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები მიმართავენ, იმ კამპანიის ნაწილია, სადაც უანგარო სამსახურის, ქველმოქმედების და კეთილი ნამოქმედარის გაშავება უნდა მოხდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
581 22 იანვარი 2024, 14:47
"ფონდი “ქართუ” ერთადერთია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან მხოლოდ ქველმოქმედებას ემსახურება და ჰყავს მხოლოდ ერთი შემომწირველი - ბიძინა ივანიშვილი," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე წერს.

მისი თქმით, კონკრეტული პირები ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია საქველმოქმედო ფონდისთვის ბრალდებების წაყენებით შებღალონ, ვინაიდან მათ კარგად იციან, რომ ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც  საკუთარი რესურსები უანგაროდ დაუთმო ქვეყანას.

"ფონდი “ქართუ” ერთადერთია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან მხოლოდ ქველმოქმედებას ემსახურება და ჰყავს მხოლოდ ერთი შემომწირველი - ბიძინა ივანიშვილი.
“ქართუს” წინააღმდეგ წარმოებული ბინძური კამპანია, რომელსაც რადიკალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები მიმართავენ, იმ კამპანიის ნაწილია, სადაც უანგარო სამსახურის, ქველმოქმედების, ფილანთროპიისა და უბრალოდ კეთილი ნამოქმედარის  გაშავება უნდა მოხდეს.
იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც საკუთარი ფინანსები მოახმარა საქართველოს, საკუთარი რესურსები უანგაროდ დაუთმო ქვეყანას და შესაბამისად, ქართულ საზოგადოებაში ყველაზე დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობს.
ის პოლიტიკანები და მათი მედია-საშუალებები, რომლებიც ცდილობენ “ქართუს” გაშავებით, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ, 2012 წლამდე საქართველოს ბიუჯეტზე მსხდომი პარაზიტები იყვნენ, რესურსების დაკარგვის შემდეგ უცხო ქვეყნების ბენეფიციარებად გადაეწყვნენ და ახლა, ყველაფერს იკადრებენ რასაც პატრონი დაუკვეთავთ თუნდაც, ცეცხლში გახვევენ საქართველოს…
იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილია ერთადერთი ადამიანი ვისი ხელშეწყობითაც, ქართველმა ხალხმა წელში გადაამტვრია კოლექტიური ნაც-მოძრაობა და ახლა, გაჩნდა უნიკალური შანსი, რომ  წელში გადამტვრეული კოლექტივი, თავისი ფაშისტური იდეოლოგიიანად სამუდამოდ დასამარდეს!
ტანით გრძნობენ გარდაუვალ ტრაგედიას ჩვენი პოლიტიკანები და კუთხეში მიმწყვდეული ვირთხებივით ბოლო გაბრძოლების ეტაპზე არიან!" - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი