ნინო ფოჩხუა - რაზეც შეთანხმებულები არიან ქალბატონი პრეზიდენტი და „ნაცმოძრაობა“, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, არჩევნების შემდეგ შესწავლის და გამოძიების პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
506 23 იანვარი 2024, 14:32
ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „გასარკვევია, რატომ აკურთხეს 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი „ცივილიზებული სამყაროს ლიდერად“ უცხოელმა მფარველებმა ზუსტად ისევე, როგორც ეს 2022 წელს ზელენსკის მიმართ გაიმეორეს. ხომ არ შეასრულა მაშინ სააკაშვილმა იმ ადამიანების დაკვეთა, რომელთაგანაც მან ეს „მაღალი ტიტული დაიმსახურა“.
ექსპერტის თქმით, აუცილებლად უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი.
„ხომ არ გეცნობათ "ცივილიზებული სამყაროს ლიდერის" სტატუსი 2008 წელს სააკაშვილისთვის და 2022 წელს ზელენსკისთვის? დიახ, ეს იყო დავალება გარედან და მისი უპირობო შესრულების "ჯილდო." აუცილებლად უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი, ეს დროც მოვიდა. რაზეც შეთანხმებულები არიან ქალბატონი პრეზიდენტი და ნაცმოძრაობა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, არჩევნების შემდეგ, შესწავლის და გამოძიების პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს“, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი