ზურაბ ქადაგიძე: ამ ჯიბის პოლიტიკოსებს, ჩინეთიც ფეხზე ჰკიდიათ და საქართველოც. მთავარია ფული აიღონ და კიმ ჩენ ინთანაც ითანამშრომლებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
613 24 იანვარი 2024, 14:54
"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თინა ხიდაშელი ტაივანიდან იღებს დაფინანსებას. ქადაგიძის თქმით, სწორედ ამიტომ ააგორა პროტესტი ოპოზიციამ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, რომ არ გამჟღავნებულიყო მათი დაფინანსების წყაროები.
“ტაივანჩიკას” ქმარი ხარ ბიჭო?! ფაზლის დეტალებივით ეწყობა ყველაფერი თავის ადგილას…
აი, რატომ გადაიხსნეს “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტზე ვენები?!
გამჭირვალე გახდებოდა ვინ ტაივანიდან და ვინ ფხენიანიდან ფინანსდება… ამიტომაცაა, რომ ხიდაშელი განსაკუთრებული “ჩინოფობიით” გამოირჩევა. განა ჩინეთს ან მის პოლიტიკას სწუნობს, უბრალოდ ტაივანის სეპარატისტულ მხარესთან თანამშრომლობს… ისე, ტაივანიდან დაფინანსების მიღება იგივეა, რაც სოხუმის ან ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმებისგან ფულს იღებდეს ვინმე და საქართველოს ამუნათებდეს, ავტოკრატიააო… თუმცა, ამ ჯიბის პოლიტიკოსებს, ჩინეთიც ფეხზე ჰკიდიათ და საქართველოც. მთავარია ფული აიღონ და კიმ ჩენ ინთანაც ითანამშრომლებენ. “ვირთხების რბოლა” აქვთ გამართული - "რასაც ფულით ვერ იყიდი, უფრო ბევრი ფულით იყიდი" -ოს პრინციპით და გულწრფელად მინდოდა მეკითხა: სინდისი არ გაწუხებთ-მეთქი, მაგრამ რაც არ გაქვთ, რა შეგაწუხებთ?!" - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი