დიმიტრი ხუნდაძე: ბოლო პერიოდში სიმართლის დიდი ნაწილის თქმა გვიწევს უმრავლესობაში უმცირესობის წარმომადგენლებს, „ხალხის ძალას“, ხოლო უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“, ხშირ შემთხვევაში, გვეთანხმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
619 24 იანვარი 2024, 20:43

როდესაც „ნაცმოძრაობა“ პრობლემაა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ის უნდა გასამართლდეს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას სიმშვიდის საშუალებას არ აძლევს, თუმცა, მათ საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ აქვთ.

ბოლო პერიოდში სიმართლის დიდი ნაწილის თქმა გვიწევს უმრავლესობაში უმცირესობის წარმომადგენლებს, „ხალხის ძალას“, ხოლო უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“, ხშირ შემთხვევაში, გვეთანხმება.

„როდესაც „ნაცმოძრაობა“ პრობლემაა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ის უნდა გასამართლდეს. მათი ძალიან ბევრი დანაშაული გვახსოვს, რომელსაც ისევ ამატებენ და ამატებენ ახალ დანაშაულებს. საზოგადოებას სიმშვიდის საშუალებას არ აძლევენ, ქვეყნის განვითარებას განუვითარებლობად ასაღებენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასაც მილიარდების მოპარვას აწერენ და ა.შ.

ასეთ დროს მახსენდება, უკრაინის დროშას რომ აფრიალებდნენ, იმ დროს, უკრაინას სისხლი და წამალი რომ დასჭირდა და შეგროვება დავიწყეთ, ოპოზიციიდან ხუთი დეპუტატი ვერ ვნახეთ, რომ სისხლი გაეღოთ, ან ჯიბეში ხელი ჩაეყოთ თანხის გასაცემად. ესენი აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომლის დაყადაღებული ორი მილიარდიც ასევე ქველმოქმედებაა - გლობალური ომის პარტიის ქისაში ჩადებულია მშვიდობისთვის.

ამიტომ, ეს არაფრისმთქმელი პოლიტიკოსები, რომლებიც გარე ძალებისგან ფინანსდებიან, ერთმანეთთან კი პოულობენ საერთოს, მაგრამ არა - საზოგადოებასთან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი