ირაკლი ლატარია - ემოციურად უმძიმესი სანახავია ნებისმიერი გამოსახლება, მაგრამ არსებობს კანონი და ვინც აღნიშნულ ფაქტს, საკუთარ პოლიტიკურ ქულების აფიშირებისთვის გააპროტესტებს, მევახშეზე უარესია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
581 25 იანვარი 2024, 21:52
კეკელიძეზე გამოსახლების თემა ზედმიწევნით სიღრმისეულად შევისწავლე და რაც მანდ მოხდა, არის ის, რასაც კანონის დაცვა ჰქვია“- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს. 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ემოციურად, აღნიშნული ფაქტი, არის უმძიმესი, მაგრამ რა ქნას აღსრულებამ მაშინ, როდესაც მესაკუთრე ითხოვს ბინაში შესვლას? რა ქნას სახელმწიფომ მაშინ, როდესაც გამსესხებელი და მსესხებელი თანხმდებიან და ბინა სხვისი ხდება? 

მისივე თქმით, ვინც აღნიშნულ ფაქტს, საკუთარ პოლიტიკურ ქულების აფიშირებისთვის გააპროტესტებს, მევახშეზე უარესია

„ არა ერთხელ ვმდგარვარ იქ, სადაც აღსრულება თავის კანონიერ ქმედებას ასრულებდა და ოჯახს ასახლებდა... არაერთხელ მიჩხუბია აღსრულებასთან...არაერთხელ ,,გამხეთქვია" გული, როდესაც მევახშის მოთხოვნით, ოჯახები რჩებიან სახლის გარეშე.. ეს ყველაფერი ემოციურად უმძიმესი სანახავია.. 
მე პირადად, ცხოვრებაში არ მიყიდია და არც ვიყიდი არაფერს, ლომბარდიდან.. არასოდეს მიყიდია ბინა ბანკიდან, რომელიც მესაკუთრეს ჩამოერთვა. მე, ასეთი ადამიანი ვარ და არასოდეს გადავიხდი თანხას იმაში, რაც სხვისი გაჭირვების გამო გაიაფდა. მე, ვერასოდეს ვიმუშავებ აღსრულების ოფიცრად . ვერასოდეს - მე, ასეთი ადამიანი ვარ, მაგრამ ამავე დროს, კანონის დამცველ სახელმწიფოში მინდა ვიცხოვრო.. მევახშეობა და მევახშეებით გამწარებული ოჯახები - ეს უდიდესი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არსებობს ეს ყველაფერი და ვერაფერს ვუშვებით. 
კეკელიძეზე გამოსახლების თემა ზედმიწევნით სიღრმისეულად შევისწავლე და რაც მანდ მოხდა, არის ის რასაც კანონის დაცვა ჰქვია...ემოციურად, აღნიშნული ფაქტი, არის უმძიმესი, მაგრამ რა ქნას აღსრულებამ მაშინ, როდესაც მესაკუთრე ითხოვს ბინაში შესვლას? რა ქნას სახელმწიფომ მაშინ, როდესაც გამსესხებელი და მსესხებელი თანხმდებიან და ბინა სხვისი ხდება? დაჭერა, გამოსახლება და ა.შ, ეს ის ქმედებებია, რომელიც ყოველთვის გულზე გხვდება, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა შეასრულოს ის, რაც მას კანონით ევალება?.. 
პირველი რაც ვიკითხე, ამ ყინვაში რატომ ასახლებენთქო? და პასუხი იყო: ხუთჯერ გადავუვადეთ გამოსახლებაო.... ახლა რა უნდა ქნან თქო? მევახშე და ძველი მესაკუთრე მივიდნენ კონკრეტულ შეთანხმებამდე, ყველაფერი დალაგდებაო...
ეს არის ის, რაც მე ვიცი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ემოციურად უმძიმესი სანახავია ნებისმიერი გამოსახლება, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს კანონი და ის ხალხიც, რომლებიც კანონის აღსრულებაში იღებენ მონაწილეობას ..
და ბოლოს: ვინც აღნიშნულ ფაქტს, საკუთარ პოლიტიკურ ქულების აფიშირებისთვის გააპროტესტებს, მევახშეზე უარესია ჩემი აზრით...
ყველანი დავწყნარდეთ და ზედმეტად ,,გადავირიეს" შევეშვათ !!!“- წერს ირაკლი ლატარია.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი