დავით ქართველიშვილი: მოქმედებაშია მოყვანილი „სოროსელების ქანქარა“, რა დროსაც, სახელმწიფოს სრული პარალიზების მიზნით, ტოტალური საბოტაჟის გზით „სახალხო მღელვარების“ ფაზაში უნდა იყოს გადაყვანილი სამთავრობო ინსტიტუტების მოღვაწეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
465 27 იანვარი 2024, 13:26

თავის მართლებას ან არგუმენტების მოყვანას ამორტიზებული რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ სამხარაულის ბიუროს დასკვნების, პერსონალის ფინანსური და დასაქმების შესახებ მთავრობის გარანტიების მოყვანის სახით წერტილი უნდა დაესვას! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის ნაწილის პროტესტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ნებისმიერი ინდივიდუალური თუ კოლექტიური უკმაყოფილება, მხოლოდ სასამართლოს განსჯის საგანი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო, აგენტოკრატების გეგმების მიხედვით დაიშლება.

„როდესაც სააკაშვილს სიღნაღში ცენტრალური საბავშვო ბაღის ადგილმდებარეობა მოეწონა, მან დაიკიდა ამ ულამაზესი რაიონული ცენტრის, მისი პატარა ბინადრებისა და მათი მშობლების ინტერესები. გაისმა ისტერიული ბრძანება „მინდა!!!“ - ბაგა/ბაღი გააუქმეს და მის ადგილას კეზერაშვილს სასტუმრო ააშენებინეს. დიახ, ის სასტუმრო, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გაწეული „ფასდაუდებელი“ სამუშაოს ჩატარების სანაცვლოდ, აგენტ გოგაშვილს გადაუფორმეს. არ მახსოვს მაშინ ქუჩაში გამოსული ადგილობრივი ნაცაქტივისტები, რომლებსაც „ზრდილობის“ გამო მაინც გაეპროტესტებინათ ბელადის ეს მორიგი ახირება.
დღეს ჩვენს თვალწინ მოქმედებაშია მოყვანილი „სოროსელების ქანქარა“, რა დროსაც სახელმწიფოს სრული პარალიზების მიზნით, ტოტალური საბოტაჟის გზით - „სახალხო მღელვარების“ ფაზაში უნდა იყოს გადაყვანილი სამთავრობო ნებისმიერი ინსტიტუტის ფუნქციონალური მოღვაწეობა. ყველას გვახსოვს ნაცაქტივისტების მიერ რეაბილიტაციის შემდგომ ჭავჭავაძის გამზირზე ხელოვნურად შექმნილი საცობები, ამ მიზნებისთვის გამოყოფილი საწვავისა და სხვა დანიშნულების ფინანსები. დიდი ხნით ეს აქციები ვერ გაქაჩეს, მაგრამ მაქსიმალურ მოკლევადიან უარყოფით რეზონანსს მაშინ მიაღწიეს.

დღეს მათ წინაშე თავის მართლებას ან არგუმენტების მოყვანას ამორტიზებული რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ სამხარაულის ბიუროს დასკვნების, პერსონალის ფინანსური და დასაქმების შესახებ მთავრობის გარანტიების მოყვანის სახით - წერტილი უნდა დაესვას! როდესაც ნაცსექტანტების აგენტოკრატები მუდმივად მიგვითითებენ სასამართლო სისტემის „არასრულყოფილებაზე“ - ნებისმიერი ინდივიდუალური თუ კოლექტიური უკმაყოფილება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო განსჯის საგანი! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახელმწიფო დაიშლება ნაცსექტანტებისთვის გაწერილი გეგმებისა და მეთოდოლოგიური ბროშურების თანახმად!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი