დავით ქართველიშვილი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა, თავისი ახალი პრემიერ-მინისტრით და უნდა აურჩიოს ქვეყანას რიგით მეექვსე პრეზიდენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
564 29 იანვარი 2024, 18:43
რა პარტია ჩაიბარა თავმჯდომარის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა - პარტია, რომელმაც მთავრობასთან და საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გამოიარა ურთულესი ტურბულენტური პერიოდი, რომლის რეიტინგი (უკანასკნელი გამოკითხვებით) 60%-ს აღწევს და ძალიან კარგი სტარტაპია იმისთვის, რომ  2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, ანუ მშვიდობის, სტაბილურობის და აღმავლობის პარტიამ გამარჯვება მოიპოვოს“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ისაუბრა. 

მისი თქმით, ამ 8 თვის განმავლობაში მთავარი არის არჩევნები და საარჩევნო კამპანია, ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა, თავისი ახალი პრემიერ-მინისტრით და რიგით მეექვსე პრეზიდენტის არჩევა.


„რა პარტია ჩაიბარა თავმჯდომარის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა - პარტია, რომელმაც მთავრობასთან და საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გამოიარა ურთულესი ტურბულენტური პერიოდი, რომლის რეიტინგი (უკანასკნელი გამოკითხვებით) 60%-ს აღწევს და ძალიან კარგი სტარტაპია იმისთვის, რომ  2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, ანუ მშვიდობის, სტაბილურობის და აღმავლობის პარტიამ გამარჯვება მოიპოვოს. როგორ შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, რომ ღარიბაშვილის პირდაპირი ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში პარტიას დაასუსტებს და დააზიანებს, ან როგორ შეიძლება ირაკლი კობახიძეზე ითქვას, რომ მისი მთავრობის მეთაურად მოსვლა სამთავრობო გუნდის მუშაობს დააზიანებს ან დაასუსტებს. მე არ გამოვრიცხავ, ცალკეული კრიტიკული შენიშვნები სფეროების მიხედვით, ამ არსებული მთავრობის და პარტიის მენეჯმენტის არსებობს პირობებში არსებობს და მე მგონი, ეს ორივე პიროვნება, ორივე მიმართულებას მხოლოდ გააძლიერებს და არამც და არამც არ დაასუსტებს. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ 8 თვის განმავლობაში მთავარი არის არჩევნები და საარჩევნო კამპანია, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა, თავისი ახალი პრემიერ-მინისტრით და უნდა აურჩიოს ქვეყანას რიგით მეექვსე პრეზიდენტი (და იმედია ამჯერად მაინც არ შევრცხვებით საკუთარი თავის წინაშე). ახლა, ყველაზე დიდი ყურადღება და ძალისხმევა გადასასროლია ამ სამი იპოსტასიური ხელისუფლების - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და პარტიული მიმართულებით“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი