გია აბაშიძე „კორუფციის აღქმის ინდექსზე“: მსგავსი მიუკერძოებელი საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და “ბანალიტიკის” რა ჭაობში დრეიფობენ "ნაცებთან" დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
505 30 იანვარი 2024, 11:48
მსგავსი მიუკერძოებელი საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ "ნაცებთან" დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს“, სადაც საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.
აბაშიძე აღნიშნავს, რომ კვლევისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს.
„ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო, ბერლინის ოფისის (და არა ეკა გიგაურის საქართველოს კანტორის) კორუფციის აღქმის ბოლო ინდექსის მიხედვით, საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 55 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს სახელმწიფოს: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს. რაც მთავარია, საგრძნობლად ჩამოგვრჩებიან ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნები - მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი. კვლევისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს. კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ისინი ფასდებიან 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. მსგავსი მიუკერძოებული საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ "ნაცებთან" დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები,“ - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი