თაკო ჩარკვიანი - 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, ფარცხალაძე და ხაზარაძე, ეს ვისი ბრალია? ანაბრებით შექმნილი ხაზარაძის „შპს“ ცალკე თემაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
503 30 იანვარი 2024, 12:58

საღამოს 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, დასავლეთის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე და ხაზარაძე, აი, ეს ვისი ბრალია, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ტვ ეთერით ვისმენ ხაზარაძის ცოდვილობით და წვალებით გაპრავების მცდელობას ეროვნული ბანკის (პოლიტიკის ბრალია მაღალი პროცენტებით), ჰოდა, საღამოს 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, დასავლეთის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე და ხაზარაძე, აი, ეს ვისი ბრალია, ესეც ეროვნული ბანკის? სამშენებლო სესხით ლომბარდებთან რომ არიან შეკრულები, ესეც ეროვნული ბანკის ბრალია? ამხილე მაშინ შე კაი კაცო, მუდმივ მაშველ რგოლად რომ იყავი ყველა ხელისუფლების დროს და მით უფრო, ივანიშვილსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის წინ რომ შემოაგდეს ხაზარაძე, აი, მაშინ ბილბორდებზე მთელი „ქართული ოცნება“ რომ იყო გამოჭიმული.

ხაზარაძემ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა: „2017 წელს უკვე მივხვდი ბიძინა ივანიშვილის მიზნებს, როცა მითხრა პირად საუბარში, „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო?“ ჰოდა, თუ მიხვდა ხაზარაძე ბიძინას რუსულ მიზნებს, მაშინ 2018 წელს ისევ მაშველ რგოლად რატომ მოევლინა ოლიგარქ ივანიშვილს?

პ.ს. 90-იანების ანაბრებით შექმნილი ხაზარახის ბიზნეს „შპს“ – ეს ცალკე ყურადღების თემაა და ჩვენი ქვეყნის ტრაგიკომედიაა.

წინ საქართველოვ რა, წინ, შენ გენაცვალე! უნდა ამოვიდეს ეს ქვეყანა როგორმე ამ 30-წლიანი მოჯადოებული წრიდან, ამ მუსტანგზე ამხედრებული „სიაფანდების“ შექმნილი წუმპიდან!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი