დავით ქართველიშვილი: ფრანგი „სოფლელების“ აჯანყება სერიოზული, გლობალური ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია - ვნახოთ, „ცივილიზაციათა ამ ბრძოლაში“, ვინ, როდის და რა შედეგით გაიმარჯვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
454 30 იანვარი 2024, 13:59
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროპის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სოციალურ ქსელში აჯამებს.
დავით ქართველიშვილი კონკრეტულად საფრანგეთში, ფერმერთა პროტესტს მიმოიხილავს და ევროპაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე აკეთებს აქცენტს. „პოლონეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, საფრანგეთი... ათობით მილიარდი ევრო ჩადეს რუსეთის დასუსტებაში, დაუწესეს სანქციების 12 პაკეტი, თვალი დახუჭეს ევროპის „აირ-მკვებავი“ რუსული გაზსადენების აფეთქებაზე და დღეს რაღა არ მოსწონთ, რატომ და რას აპროტესტებენ? შექსპირის „ჰამლეტიდან“ მარცელოს ცნობილი სიტყვებისა არ იყოს: „ყარს რაცხა დანიის სამეფოში“ (Something is rotten in the state of Denmark). ყველას ვერ გავწვდებით - მოდით, საფრანგეთის მაგალითზე შევეხოთ, თუ რა „ყარს“... საფრანგეთის ფერმერების პროტესტი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და დაუნდობელია ევროპაში. თუ დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს „დავარცხნილ“, პროფკავშირებთან შეთანხმებულ, წინასწარ დაანონსებულ და ხელისუფლებისაგან ნებადართულ აქციებს (დემონსტრაციები პარასკევობით, 14-დან 19 საათამდე), ბუნტის ფრანგული ტრადიცია ეფუძნება „უსასრულობის“ პრინციპებს: „სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება - არ დავიშლებით!“ ნურავის ნუ შეიყვანს შეცდომაში თითქოსდა „ყვითელი ჟილეტების“ აქციის წარუმატებლობა, რომელიც მაკრონმა სასტიკად დაარბია. საფრანგეთია სწორედ იმ ევროპული ისტორიული გამოცდილებისა და მეხსიერების მქონე ყველაზე მკაფიო მაგალითი, სადაც აჯანყებული ბრბო არა მხოლოდ ამხობდა (და არაერთხელ) მიუღებელ ხელისუფლებას, არამედ მათი ლიდერების თავის ტკივილებსაც კურნავდა გილიოტინის მეშვეობით. მით უმეტეს, თანამედროვე საფრანგეთში, რომელსაც მარი ლე პენი ჰყავს. ამ ეტაპისთვის საპროტესტო ტალღამ მოიცვა პროვინციული საფრანგეთი - რეგიონები, რომელთა ყოველდღიურობა სოფლის მეურნეობასთან არის ასოცირებული. ანუ, „ჭეშმარიტი ფრანგების“ სამყარო - როგორც ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა უწოდებს, სწორედ მიწასთან და პროვინციასთან დაკავშირებულ თავის თანამემამულეებს. ზეგლობალიზებულმა ევროპამ სოფელში მაცხოვრებელი უბრალო ხალხის (ბებიების, ბაბუების, ბიძების, დეიდების, ბიძაშვილების) შიში თითქოს დაკარგა. მათ არსებობას სოციალურ ქსელებში დაკარგული ურბანისტები თითქოს არც კი იმჩნევენ... ფრანგი „სოფლელების“ აჯანყება სერიოზული, გლობალური ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია. ევროპისთვის ეს არის შანსი - დაუბრუნდნენ რეალობას, საკუთარ ფესვებს, ტრადიციებს, სარწმუნოებას: „ნაკელი digital-ის წინააღმდეგ“. საფრანგეთი ტყუილად არ ითვლება ევროპაში „მოდის კანონმდებლად“, მათ შორის, სოციალურ-საზოგადოებრივი წეს-წყობილების საკითხებშიც. ფრანგი ფერმერების ამ პროტესტს განსაკუთრებულად გროტესკული კონტრასტი აქვს მაკრონის „გეი ხელისუფლების“ ფონზე. ვნახოთ, „ცივილიზაციათა ამ ბრძოლაში“, ვინ, როდის და რა შედეგით გაიმარჯვებს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი