გიორგი ისაკაძე: ქირქილი ან დაცინვა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა, ბოლო დონის გოიმობა და უსაქმურობის გამოვლინება მგონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1504 23 ოქტომბერი 2019, 11:48
,,ქირქილი ან დაცინვა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა, გააკეთოს დონაცია ამაზონის ტყეების და ჯუნგლების ,თუ გლობალური დათბობის გადასარჩენად, ბოლო დონის გოიმობა მგონია ,უპატივცემულობა და პირველ რიგში უსაქმურობის გამოვლინებაც. ბერა ივანიშვილს ამისთვის არც სახელმწიფო ფული გამოუყენებია და არც არავის ჯიბიდან იღებს ამას ,რასაც სწირავს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად“,- ამის შესახებ ,,BMG“ - ის დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა და ამაზონის ტყეების გადასარჩენად ბერა ივანიშვილის დონაციას გამოეხმაურა.
,,გუშინ, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე და ჩემმა კოლეგებმა მემგონი უფრო მეტი მომიყვნენ გამოხმაურება ბერა ივანიშვილის ამ ვიდეოზე , ამაზონის ტყის უმძიმეს ხანძართან დაკავშირებით, სადაც პლანეტის ჟანგბადის გამომუშვების და სიმწვანის თუ არ ვცდები 20 % -ია თავმოყრილი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ძალზე ხშირად ბიძინა ივანიშვილს, რაშიც ვერც ადრე, ვერც ახლა და ვერც მომავალში პრობლემას ვერ ვხედავ ,რადგან არასდროს შეგვპარვია ჩვენს სიტყვაში ეჭვი ,შესაბამისად კრიტიკაში და სიმართლეში. ასევე ეს კრიტიკა არასდროს გასცდენია ჩვეულ საქმიან ტონალობას,კონკრეტულ და არგუმენტირებულ პრეტენზიებს მის მიმართ. ქირქილი ან დაცინვა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა გააკეთოს დონაცია ამაზონის ტყეების და ჯუნგლების ,თუ გლობალური დათბობის გადასარჩენად ბოლო დონის გოიმობა მგონია ,უპატივცემულობა და პირველ რიგში უსაქმურობის გამოვლინებაც. ბერა ივანიშვილს არც სახელმწიფო ფული გამოუყენებია ამისთვის და არც არავის ჯიბიდან იღებს ამას ,რასაც სწირავს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად.მინდა ვთქვა მათ გასაგონად ,ტროლები, თუ ბოტები , ხორციელი თუ უგულო,უფრო მეტად უტვინო ადამიანების გასაგონად, რომ ამ კრიტიკასაც უნდა ცოდნა და რაც მთავარია ისიც უნდა იყოს ღირსეული,ადეკვატური და ზრდილი . ამას თუ ვერ ან არ ახერხებ ,გააგრძელე ჭორაობა,თან უსაქმური და უსაგნო,რადგან საქართველოს ცხოვრებაში მარადიული იქნება მხოლოდ გოიმობა და ჭორაობა ,საქმე ნაკლებად. საქმე საქმეზე რომ დგება ,ყველა იქ ხართ სადაც ჯერ არს . ჯერ კიდევ ჩვენი უფროსი თაობის დიდმა ნაწილმა სულ სხვისი ფულის და სამთავრობო ავტომობილების თვლაში გაატარა ცხოვრება და 21-ე საუკუნეში უბნის ბირჟები სოც ქსელებმა ჩაანაცვლეს, თუმცა არ შეცვლილა არც დამოკიდებულება,არც შეფასებები და რაც ყველაზე გულსატკენია არ შეცვლილა გონება და ტვინი. საქმეს მივხედოთ ,რომ საკუთარი დავთვალოთ,მეტად შეძლებული ვიყოთ ,ვიდრე სხვა,რომ უკეთსი,ან უფრო ეფექტური დახმარება შევძლოთ საქართველში და მის ფარგლებს გარეთ . არა ზარმაცების,ან ბაქიების,არამედ ვისაც უჭირს ან შრომა ,ან უნარშეზღუდულია. ბოდიშს ვიხდი დილის სადღეგრძელოსთვის,მაგრამ ვერ მოვითმინე,სხვანაირად არც შემიძლია და ესაა სიმართლე ჩემგან და მიიღეთ როგორც არის.
შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ამაზონის ტროპიკულ ჯუნგლებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას მილიონ 100 ათასი დოლარი შესწირა. ,,ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ“ , - ტყის აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს ბერა ივანიშვილი და სურს დაეხმაროს თავის ბრაზილიელ მეგობრებს,ვინც როგორც ბერა ივანიშვილი ამბობს -" ჩვენსა და კატასტროფას შორის დგანან .,, იმის მიუხედავად რომ ათასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმაც ისეთი მიმიღეს როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო პატივისცემით ოჯახის წევრივით, მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით მსურს დავეხმარო მათ, რამენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ ვიპოვე ორგანიზაცია ,რომელსაც შემიძლია ვენდო, გადავწყვიტე მათ გადავურიცხო მილიონ ასი ათასი დოლარი ,რაც საკუთარი შრომით გამოვიმუშავე და ჩემი ოჯახის წვლილიც აქ არის. მოგიწოდებთ ყველას მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ “ , - ამბობს ბერა ივანიშვილი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი