დიმიტრი ხუნდაძე სამთავრობო ცვლილებებზე: მმართველ გუნდს ამ ლიდერებით კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ და ეს ცვლილებებიც მხოლოდ ამას ემსახურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
467 31 იანვარი 2024, 13:08

ოპოზიციას ერჩივნა არც პარტიის საპატიო თავმჯდომარე გამოჩენილიყო ივანიშვილის სახით და ორი ლიდერი ირაკლიდან, ორივე ჩამოშორებოდა თანამდებობებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძე ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმიანება და ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ღირსებებზე აკეთებს აქცენტს.

„მმართველ გუნდში განხორციელებული ცვლილებები უფრო მეტი წინსვლის პერსპექტივას აჩენს, რითაც პირველ რიგში საზოგადოება ისარგებლებს.ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ქვეყნისათვის სტაბილურობის მეტ გარანტიას იძლევა, ხოლო ხელისუფლებისთვის - მეტ პასუხისმგებლობას.

ოპოზიციას ერჩივნა არც პარტიის საპატიო თავმჯდომარე გამოჩენილიყო ივანიშვილის სახით და ორი ლიდერი ირაკლიდან, ორივე ჩამოშორებოდა თანამდებობებს. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნოდ არც თუ ისე უსაფუძვლოდ დაშინებული ოპოზიცია, გაზაფხულის ბუზივით იკბინება.

ირაკლი ღარიბაშვილი განსხვავებული პრემიერი იყო თავისი არაერთი ისტორიული წარმატებით და ასევე განსხვავდება ყველა სხვა პრემიერისაგან თანამდებობიდან წასვლით, რომ უკან ქვების სროლა არ დაუწყია საკუთარი გუნდისთვის, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის გამორჩეული ლიდერია გუნდში, რომლის ნებისმიერი ნაბიჯი ცოდნით განპირობებული წინდახედულობით გამოირჩევა, რაც ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარების მყარ გარანტიებს ქმნის.

მმართველ გუნდს ამ ლიდერებით კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ და ეს ცვლილებებიც მხოლოდ ამას ემსახურება," - წერს ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი