ვლადიმერ ბოჟაძე: უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, რადგან ,,ქართული ოცნება" არ ემორჩილება ,,გლობალური ომის პარტიის" დირექტივებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
605 05 თებერვალი 2024, 16:16

სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი რთული გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო, ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა შედეგები მოჰყვებოდა რუსეთში დაგეგმილი თავდასხმებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ან ასაფეთქებელი ნივთიერებების ნაწილის ადგილზე დატოვებას - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, რის გამოც უკრაინამ ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვია, ხოლო მოგვიანებით საქართველოს ელჩი ,,გამოაძევა" კიევიდან. ბოჟაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების გადაადგილებას, ოდესის საკრებულოში უკრაინის მმართველი პარტიის ,,ხალხის მსახურის" წარმომადგენელი, ანდრეი შარაშიძე უწევდა ორგანიზებას.

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან იწყება საქართველოს ამ ომში ჩათრევის გეგმის განხორციელება: ჩარტერული რეისებით მოხალისეების უკრაინაში გაგზავნის და სამხედრო დახმარების გაწევის მოთხოვნა, სოხუმში და ცხინვალში ,,გასეირნების" რჩევის მოცემა, ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებები, რუსეთში სანქცირებული ტვირთების ,,გატარების" ცრუ ბრალდებები და სხვა. საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი, ამის გამო უკრაინამ ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვია, ხოლო მოგვიანებით ჩვენი ელჩი ,,გამოაძევა" კიევიდან. სამწუხაროდ უკრაინის მთავრობა პირდაპირ იყო და ახლაც არის დაინტერესებული საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, რადგან ,,ქართული ოცნება" იცავს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს, არ ემორჩილება ,,გლობალური ომის პარტიის" დირექტივებს. 2 წელია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და 2 წუთი არ ჰქონიათ საქართველოს სპეცსამსახურებს მოსვენების საშუალება, რადგან ,,მეგობრებს" და მტრებს შორის რთულია განსხვავების პოვნა. სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი რთული გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო, ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა შედეგები მოჰყვებოდა რუსეთში დაგეგმილი თავდასხმებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ან ასაფეთქებელი ნივთიერებების ნაწილის ადგილზე დატოვებას. ამ დანაშაულის ორგანიზატორი უკრაინის მოქალაქე რომელიც ბათუმშია დაბადებული, ოდესის საკრებულოში უკრაინის მმართველ პარტიას ,,ხალხის მსახურს" წარმოადგენს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს, იმედია უკრაინის ხელისუფლება ითანამშრომლებს საქართველოსთან და არაჟნის კონტეინერით, მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ოპერაციის მსგავსად, მცდარ ინფორმაციას არ გაავრცელებს!" - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი