ედიშერ გვენეტაძე: სასამართლოს მიერ სამართლებრივად დადგენილი ხანდაზმული თაღლითები ხაზარაძე და ჯაფარიძე თავისსავე მოქსოვილ თაღლითურ აბსურდის აბდაუბდაში ისე გაიხლართნენ, რომ ვერ ახერხებენ იქიდან გამოსვლას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
551 07 თებერვალი 2024, 13:38

ტყუილს ძალზედ მოკლე ფეხები აქვს, ვინაიდან იმათ ვისაც ის რუსეთის ინტერესების გატარებას აბრალებს, სწორედ ამ ძალის მიერ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყანა გახდა ასოცირების წევრი და მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც „მმართველი ძალის პრორუსული ძალის ქმედებას, გახლიჩოს საზოგადოება, ჩვენ დავუპირისპირებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოება ამ ისტორიულ მომენტში გავაერთიანოთ“.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ბადრი ჯაფარიძის ლოგიკით გამოდის, რომ ყველაზე მეტი რუსული ძალა ევროკავშირი ყოფილა მთელ დუნიაზე?!

„პოლიტიკურ სტადიონზე ყრუ დაცვაში ჩამჯდარი „ლელოს“ ერთი ხანდაზმული თაღლითი ხაზარაძე, დროებით შეცვალა მეორე მისმა თანაბარზომიერმა ხანდაზმულმა თაღლითმა და უტიფრობით გამორჩეულმა ჯაფარიძემ! რომელიც თავის მხრივ საოცრადაა დახელოვნებული სიცრუეში, ფლიდობასა და ორპირობაში! ამიტომაც სცადა ბატონმა ჯაფარიძემ მისი თანათაღლითი ძმის ნაკომსომოლარ, „მუსტანგცეცხლგაჩენილ“, მევახშე-წურბელა, ხაზარაძის უკვე საყოველთაოდ გაშიფრული და სააშკარაოზე გამოტანილი პრორუსული ვნებანი( მისივე თქმით რუსეთში ქრთამებით ფულის შოვნა „ბორჯომის“ ჯერ მითვისება შემდეგ რუსებზე გაყიდვა...) სხვისთვის გადაებრალებინა! მაგრამ ტყუილს ძალზედ მოკლე ფეხები აქვს!

ვინაიდან იმათ ვისაც ის რუსეთის ინტერესების გატარებას აბრალებს! სწორედ ამ ძალის მიერ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყანა გახდა ასოცირების წევრი, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი! ამ უბადრუკების ლოგიკით გამოდის, რომ ყველაზე მეტი რუსული ძალა ევროკავშირი ყოფილა მთელ დუნიაზე?! ანუ დასკვნა ასეთია:

სასამართლოს მიერ სამართლებრივად დადგენილი ხანდაზმული თაღლითი უფრო სწორად თაღლითები ხაზარაძე და ჯაფარიძე თავისსავე მოქსოვილ თაღლითურ აბსურდის აბდაუბდაში ისე გაიხლართნენ, რომ ვერ ახერხებენ იქიდან გამოსვლას!

და ერთი მეორეზე მიყოლებულ სიბრიყვეებს გაუაზრებლად აბრეხვებენ! საინტერესოა ასეთი დონისა და აზროვნების სუბიექტებმა, როგორ იშოვეს „ამოდენა ფული კაცო?“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი