დავით ქართველიშვილი: ოპოზიციური ფლანგიდან ამ "ყველაზე ჩამჭრელ" კითხვების კასკადს, ირაკლი კობახიძემ თავის ჩვეულ დამაჯერებელ და აუღელვებელ მანერაში უპასუხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
471 07 თებერვალი 2024, 22:29
"საკონსტიტუციო სასამართლოში "საიმპიჩმენტო მოსმენებზე" ჩატარებული მასტერკლასის შემდეგ,  მსგავს "კოშმარში" მონაწილეობის მიღებაზე მოხალისე რომ არ მოიძებნებოდა, სავსებით გასაგები იყო" - ამის შესახებ, " ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

მისი თქმით, "ცვილის ფიგურების" რიგებში [ოპოზიციის წარმომადგენლები] ამაოდ ელოდებოდნენ ირაკლი კობახიძის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებაში ისეთ ტერმინებზე ჩაბღაუჭებას, რომლებსაც წინ ტრადიციულად "რუსულის" სარჩულს მიაკრავდნენ. 


"საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის დროს, ოპოზიციური "ცვილის ფიგურების მუზეუმში" გამოაშკარავებული ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი, რომელიც ნამდვილად არ გამოგვეპარა ირაკლი კობახიძისთვის ზე-ჩამჭრელი კითხვების გამჟღერებელი სუბიექტის შერჩევასთან იყო დაკავშირებული. 

საკონსტიტუციო სასამართლოში "საიმპიჩმენტო მოსმენებზე" ჩატარებული მასტერკლასის შემდეგ,  მსგავს "კოშმარში" მონაწილეობის მიღებაზე მოხალისე რომ არ მოიძებნებოდა, სავსებით გასაგები იყო. როგორც ჩანს, ეს მისია იძულებითი წესით დააკისრეს, "პირიქითა სანაცეთის" ფლაგმანის, "გირჩი 2.0"-ის ყველაზე ჭკვიან წარმომადგენელ ვახტანგ მეგრელიშვილს.

მანაც არ დააყოვნა. საახალწლო "ოლივიეს" მრავალფეროვანი ინგრედიენტებისა არ იყოს, გირჩელმა დეპუტატმა ასევე დაიწყო ირაკლი კობახიძის "ჩამჭრელი ეკზეკუცია" მულტიშინაარსობრივი შეკითხვებით. მართალია, "ვინ ხარ და რა უბნელი" - ეს არ გაჟღერებულა, მაგრამ ამას ბევრი არც არაფერი აკლდა: სოციალისტები ხართ თუ არა, "გლობალური ომის პარტია" ვინ არის, ვინაა თქვენი პარტნიორი ევროპაში, ვინაა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირე დავოსში რომ იკრიბებიან, ის ხალხი თუ ამერიკელი კონსერვატორები.

ოპოზიციური ფლანგიდან ამ "ყველაზე ჩამჭრელ" კითხვების კასკადს, ირაკლი კობახიძემ თავის ჩვეულ დამაჯერებელ და აუღელვებელ მანერაში შემდეგი რამ უპასუხა: ჩვენი მთავარი პარტნიორებია - ევროკავშირი, აშშ და ჩინეთი; ჩვენი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად ავითვისოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას; პირველ რიგში ვიქნებით ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ეროვნული მიზნების შესრულებაზე და ვითანამშრომლებთ ყველა იმ საერთაშორისო სუბიექტთან, ვინც ამ საქმეში სარგებელს მოგვიტანს.

"ცვილის ფიგურების" რიგებში, რომლებიც ამაოდ ელოდებოდნენ ირაკლი კობახიძის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებაში ისეთ ტერმინებზე ჩაბღაუჭებას, რომლებსაც წინ ტრადიციულად "რუსულის" სარჩულს მიაკრავდნენ - აშკარად იმედგაცრუება იკითხებოდა. მათ შემადგენლობაში კითხვების დასმის ხელოვნების კუთხით შერჩეულმა ყველაზე ჭკვიანმა კანდიდატმაც კი თავისი მისია ვერ შეასრულა..." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი