გია აბაშიძე: სასოწარკვეთილი ლუზერების მორიგი უნიჭო ტელე-ფეიკი მმართველ პარტიაზე, რომლითაც ცდილობენ მაყურებელი დააჯერონ თითქოს რაღაც "გამოიძიეს"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
467 10 თებერვალი 2024, 15:20
სასოწარკვეთილი ლუზერების მორიგი უნიჭო ტელე-ფეიკი მმართველ პარტიაზე, რომლითაც ცდილობენ მაყურებელი დააჯერონ თითქოს რაღაც "გამოიძიეს". არადა უვიცი და ქაჯი პროპაგანდისტი დამკვეთს ყოველთვის დათვურ სამსახურს უწევს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ "ქართული ოცნების" ახალი ოფისის შესახებ გავრცელებულ ანონსს, რომელსაც თავად პარტია ყალბს და მანიპულაციურს უწოდებს. 
 აბაშიძის განცხადებით, ალტერნატიულ ვიდეოჩანაწერი ნათლად ასახავს, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ, ანონსში დამონტაჟებულია. "სასოწარკვეთილი ლუზერების მორიგი უნიჭო ტელე-ფეიკი მმართველ პარტიაზე, რომლითაც ცდილობენ მაყურებელი დააჯერონ თითქოს რაღაც "გამოიძიეს". არადა უვიცი და ქაჯი პროპაგანდისტი დამკვეთს ყოველთვის დათვურ სამსახურს უწევს. ნაცსექტის ერთ-ერთი უწიგნური ტელეარხი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ახალი ოფისის მშენებლობას ჩუმად აფინანსებს და ამის შესახებ ერთეულების გარდა, უმრავლესობაში არაფერი იციან. თურმე საბუთებში მშენებლობის ხარჯი არ ჩანს, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ფულის გათეთრებასთან და ა.შ. სტანდარტული ბოდვა რადიკალების ფლანგიდან. მეტიც, უბირთა, მაგრამ პრეტენზიულთა ტელევიზიამ მანიპულაციურად დაამონტაჟა მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ. ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი არსებობს და ირკვევა, რომ პარლამენტარმა მამუკა მდინარაძემ, ყალბი სიუჟეტის ავტორს დეტალურად განუმარტა, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს. მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს "ქართულმა ოცნებამ", რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი