ზურაბ ქადაგიძე „ლელოზე“: ლაყბობა და იდიოტიზმის აგიტაცია თვლადი მაინც არ არის, ვინ უფრო მეტი მასშტაბით სულელი გამოჩნდებით ვერავინ გაიგებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
469 13 თებერვალი 2024, 13:19
"გაეშვით ამ არითმეტიკას, ზუსტი მეცნიერებაა, რაც არ არის თქვენი ძლიერი მხარე და ისევ, “ მარშლის გეგმებსა” და სხვა სურეალისტურ სიგიჟეებს მიაწექით," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ლელოს“ შესახებ. ქადაგიძის თქმით, „ლელოს“ წევრები არ ეპუებიან საკუთარ იდიოტიზმს და მარტივ არითმეტიკაშიც “მოცურდნენ”. „ჰოლივუდი ახალი “თრეშ-კომედიის”გადაღებას აპირებს პარტია ლელოზე სახელწოდებით - “Dumb and Dumbers”… მაინც არ ეპუებიან საკუთარ იდიოტიზმს, ახლა შეცვალეს დაპირება და ოთხ წელიწადში, 200 ლარიანი მატებით შევძლებთ 1000 ლარი გავხადოთ პენსიაო… ანუ ახლა თუ 70 წელზე 415 ლარია პენსია, ოთხ წელიწადში 1215 ლარი გამოდის. ანუ, ესეც ვერ დათვალეს და ამ მარტივ არითმეტიკაშიც მოცურდნენ საცოდავები… გაეშვით ამ არითმეტიკას, ზუსტი მეცნიერებაა, რაც არ არის თქვენი ძლიერი მხარე და ისევ, “ მარშლის გეგმებსა” და სხვა სურეალისტურ სიგიჟეებს მიაწექით. ბოლო-ბოლო, ლაყბობა და იდიოტიზმის აგიტაცია თვლადი მაინც არ არის, ვინ უფრო მეტი მასშტაბით სულელი გამოჩნდებით ვერავინ გაიგებს…“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი