დავით ქართველიშვილი სააკაშვილზე: ვერ პატიობს სოზარ სუბარს „ხალხის ძალის“ სახელით გამოთქმულ მტკიცე განზრახვას - მომავალი მოწვევის პარლამენტში მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ პოლიტიკური სასამართლოს დაინიცირების აუცილებლობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
523 14 თებერვალი 2024, 10:50

ვერ აპატია სოზარ სუბარს სააკაშვილის ბრძანებით უსასტიკესად მოკლული როინ შავაძის, პაატა ქარდავასა და დათო ცინდელიანის საქმეების კულუარებიდან და ზღვის ფსკერიდან მზის შუქზე გამოტანა, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში სოზარ სუბარის ხსენებას.

„დღეს თავი შეგვახსენა პოლიტიკური კომიდან გამოსულმა უკრაინის მოქალაქემ და „ნაცების“ პირველმა პრეზიდენტმა - სოზარ სუბარს მიმართავს, რათა მან „ხალხი ცოტა ჭკუაზე მოიყვანოს და გააგებინოს, რომ მასთან მიმართებით მაგრად მიქარავენ". გასაგებია მისი მიმართვის ადრესატი და სარკაზმის მცდელობა - სოზარ სუბარისთვის ვერ უპატიებია მისი მტკიცე და ეროვნული პოზიცია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მიმართ, რაზეც მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, დიდი ალბათობით სააკაშვილს მოუწევს ახალ მსჯავრთან შეგუება.

ვერ აპატია სოზარ სუბარს სააკაშვილის ბრძანებით უსასტიკესად მოკლული როინ შავაძის, პაატა ქარდავასა და დათო ცინდელიანის საქმეების კულუარებიდან და ზღვის ფსკერიდან მზის შუქზე გამოტანა. რა თქმა უნდა, აგენტოკრატების დავალებით, ვერ გამოტოვებდა ხელსაყრელ მომენტს "გლობალური ომის პარტიის" ლაქია-მარიონეტების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმულ საკანონმდებლო ნაბიჯებს.

და რაც მთავარია, ვერ პატიობს სოზარ სუბარს "ხალხის ძალის" სახელით გამოთქმულ მტკიცე განზრახვას - მომავალი მოწვევის პარლამენტში მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ პოლიტიკური სასამართლოს დაინიცირების აუცილებლობის თაობაზე. სხვათა შორის, მიმდინარეობს ამ უსამშობლო უცხოელის აქტიური მზადება მისთვის უცხო ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობისა და მასში გაპრემიერების კუთხით. ამიტომ შევახსენებ საქართველოს სახელით იუსტიციის მინისტრის გაჟღერებულ შემოთავაზებას: ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ ჩამოუყვანონ ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტი - რის ხარჯებსაც, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს...“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი