ედიშერ გვენეტაძე "ხალხის ძალის" განცხადებაზე: ისე დაკნინებულია "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები, რომ მათ პატრონებს აღარაფერი დარჩენიათ, ამ უსამშობლო აგენტებს სათავეში ჩაუყენონ შედარებით გამოცდილი აგენტი, სალომე ზურაბიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
556 16 თებერვალი 2024, 12:47
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, "ხალხის ძალის" განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ გლობალური ომის პარტიის მთავარი საზრუნავია, "ნაცმოძრაობამ" და მისმა ფსევდო შუაშისტურმა დანაყოფმა რაც შეიძლება ნაკლები ხმა დაკარგონ და ერთად 30-35% მოაგროვონ, გეგმის სათავეში კი სალომე ზურაბიშვილია მოაზრებული.

როგორც გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს, "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები ისე არიან დაკნინებული, რომ მათ პატრონებს სხვა გზა არ აქვთ და სალომე ზურაბიშვილი ამ ძალების სათავეში ჩააყენეს. ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ გასაკვირია იმ ჯგუფების ქმედებები, რომლებიც თავს კონსერვატორებს უწოდებენ, ვინაიდან, მათი ბოლოდროინდელი ქმედებები "აგენტოკრატიის" წარმომადგენლეთა წისქვილზე ასხამს წყალს. 

"ყოველი სიტყვა და შესაბამისად წინადადება აბსოლუტური სიმართლეა "ხალხის ძალის" განცხადებაში!
დიახ, ისე დაკნინებულ-გაუბედურებულ-გაპარტახებულია ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები, რომ მათ პატრონებს გლობალური ომის პარტიიდან მეტი აღარაფერი დარჩენიათ, ამ უსამშობლო ფულზე გაყიდულ   აგენტებს სათავეში ჩაუყენონ შედარებით გამოცდილი აგენტი, ქართველობისაგან საერთოდ განძარცული სალომე ზურაბიშვილი, რათა შემდეგ აქ  შეძლონ  აგენტოკრატიის დამყარება!
შესაბამისად საქართველოს ომში ჩაბმა-ჩათრევა!
ყველა კარგად ვიცით, რომ იმ აგენტთა სექტის გამოსწორება, რომლის სათავეშიც სალომე ჩააყენეს შეუძლებელია!
მაგრამ ასეთ შემთხვევაში ძალიან უცნაურია იმ ძალების ქმედება, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ  კონსერვატორებს!
სინამდვილეში მათი ბოლოდროინდელი ქმედებები დაუკრეფავში გადასვლის მცდელობები!
კერძოდ კი მმართველი პარტიის დამფუძნებლის ლანძღვა, მმართველი პარტიის მისამართით დაუსაბუთებელი ბრალდებები... წყალს ასხამს აგენტოკრატიის წარმომადგენელთა წისქვილზე და ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს გლობალური ომის პარტიის უბნელესი ზრახვები განხორციელებას საქართველოში!
ამიტომაც უპრიანი იქნება ამ ხიბლში ჩავარდნილმა  ადამიანებმა გონსა და ჭკუას მოუხმონ! პირად პიარულ ამბიციებზე მაღლა სამშობლოს ინტერესები და მისდამი მსახურება დააყენონ!
ნუ წარმოადგენენ, რომ რაიმე ხელშესახებ ქმედით ძალას წარმოადგენენ!
თავს ხორბლის მარცვლებისაგან დაცარიელებული თავთავების მსგავსად ნუ ასწევენ!
თუ მართლაც კონსერვატორები არიან  ზეციდან დაბლა დედამიწაზე დაეშვან!
შეხედონ რეალობას რეალურად!
 შეეცადონ იმდენი სიმძიმის აწევას, რამდენიც შეუძლიათ  ქვეყნის საკეთილდღეოდ!
ანუ
ნუ გაამართლებენ ძველ ებრაულ სიბრძნისეულ წყევლას:
"თქვენი არ იცოდეთ და სხვისი არ გაგეგონოთო"! " - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი