ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილს: ნომერ პირველო პიტალოვ, ოჯახში გამარჯობას არ გეუბნებიან, ამიტომ დაწანწალებ „ნაცების“ ერთი ტელევიზიიდან მეორეში და ბიძინა ივანიშვილს შენთან რა საქმე აქვს?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
391 17 თებერვალი 2024, 13:38

რაც თქვი, ყველაფერი ტყუილია, რეალობა კი არის ის, რომ რამდენჯერმე მართლაც გქონდა მცდელობა კომუნიკაციის აღდგენის, მაგრამ ნომერ პირველო პიტალოვ, ოჯახში გამარჯობას არ გეუბნებიან, ამიტომ დაწანწალებ ნაცების ერთი ტელევიზიიდან მეორეში და ბიძინა ივანიშვილს შენთან რა საქმე აქვს?!, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წელს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა აღადგინა და მას რჩევებს აძლევდა ანტიკორუფციული მიმართულებით, მაგრამ რომ არ გაითვალისწინა ივანიშვილმა მისი რჩევები, ურთიერთობა გაწყვიტა.

ქადაგიძის თქმით, გია ხუხაშვილი საკუთარ ტყუილებში აიხლართა, თუმცა არავის ადარდებს ერთით მეტი ტყუილი იქნება მის გუდაში, თუ ერთით ნაკლები.

„გია ხუხაშვილს, იგივე ქვეყნის მთავარ პიტალოს უთქვამს, 2018 წელს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა აღვადგინე და მას რჩევებს ვაძლევდი ანტიკორუფციული მიმართულებით, მაგრამ რომ არ გაითვალისწინა ჩემი რჩევები გავწყვიტე ურთიერთობაო.

პიტალო ხუხავ, მერამდენედ უნდა აიხლართო შენს ტყუილებში? მერამდენედ უნდა სცადო შენი პიტალო პერსონისგან საზოგადოებას თავი კაცად მოაჩვენო? რადგან შენ სიმართლეს არ ამბობ, მაშინ მე გეტყვი. რაც თქვი, ყველაფერი ტყუილია, რეალობა კი არის ის, რომ რამდენჯერმე მართლაც გქონდა მცდელობა კომუნიკაციის აღდგენის, მაგრამ ნომერ პირველო პიტალოვ, ოჯახში გამარჯობას არ გეუბნებიან, ამიტომ დაწანწალებ „ნაცების“ ერთი ტელევიზიიდან მეორეში და ბიძინა ივანიშვილს შენთან რა საქმე აქვს?!

თუ ფიქრობ, რომ რაც მეტჯერ ახსენებ ამ კაცის სახელს და გვარს, ხალხს მოატყუებ და შენს სიბინძურეს ჩამოირეცხავ?! თუ ამხელა „ანალიტიკოსი“ კაცი იმას ფიქრობ, რომ მსგავს ტყუილებს ჭამს საზოგადოება?! შენდა სამწუხაროდ, მუდამ ისეთივე პიტალოდ დარჩები, რაც ახლა ხარ. ისიც კი არავის ადარდებს ერთით მეტი ტყუილი იქნება შენს გუდაში, თუ ერთით ნაკლები“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი