ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიაზე: „ეს აპირებს, დისტანცირდეს ნაც-მოძრაობისგან და შექმნას „ახალი“ პოლიტიკურო ძალა?!“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
563 22 თებერვალი 2024, 15:00
ეს აპირებს, დისტანცირდეს ნაც-მოძრაობისგან და შექმნას „ახალი“ პოლიტიკურო ძალა?!“ - კითხვას სვამს სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც ნიკა გვარამიას მიერ დღეს გავრცელებულ პოსტს ეხმიანება, სადაც იგი წერს, რომ განსაკუთრებულ აურზაურში და ამაო ყაყანის დღეებში ენატრება იმ საკნის სიმშვიდე, სადაც სასჯელს იხდიდა. 
„რა გაქნილი ნაძირალაა…
ეს უსამშობლო იყო, რომელიც ქმნიდა ციხის რეჟიმს, ჯერ, როგორც პროკურორი და შემდეგ, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
მისი „შემოქმედებიდანაა” გამამართლებელი განაჩენების ნულოვანი ნიშნული; ასი ათასობით პრობაციონერი;
10 კაციან საკანში  50 პატიმარი;
დაცემინების გამო მსჯავრდადებულის ცემა;
პატიმრების გვამებზე „დასკოჩვა“;
სისტემატური ძალადობა;
რეზინის ხელკეტით გაუპატიურება და ა.შ.
მისი „შემოქმედების“ მონაპოვარია ასი ათასობით ფსიქიკური პრობლემის მქონე, ყოფილი პატიმარი;
ასი ათასობით დასახიჩრებული და ფიზიკური პრობლემის მქონე, მსჯავრმოხდილი ადამიანი;
ასობით, გაუპატიურებისას გარდაცვლილი და პატიმრობის დასრულების შემდეგ ქრონიკული დაავადებების გამო დაღუპული ადამიანები;
ჰოდა ეს „უსამშობლო ნაძირალა“ ირონიულად, რომანტიკული განწყობით მოიხსენიებს საკუთარ საკანს, თუ როგორ სიმშვიდესა და კომფორტში ბრძანდებოდა!
P.S. ეს აპირებს დისტანცირდეს ნაც-მოძრაობისგან და შექმნას „ახალი“ პოლიტიკურო ძალა?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი