ამირან სალუქვაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ ხანდახან თავისი საკანი ენატრება - ამ ჯალათების იდეოლოგს თავისი კამერა მოენატრა, აბა სერგო თეთრაძის, სულხან მოლაშვილის და სხვების ჭირისუფალს ჰკითხოს, თუ ენატრებათ?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
545 22 თებერვალი 2024, 17:51
ამ ჯალათების იდეოლოგს თავისი კამერა მოენატრა. გვარამიას და სააკაშვილის ციხეებიდან ბევრი ნაწამები მიცვალებული გამოასვენეს, ბევრი დააინვალიდეს. აბა სერგო თეთრაძის, სულხან მოლაშვილის და სხვების ჭირისუფალს ჰკითხოს, თუ ენატრებათ?! ან ცოცხლები რომ იყვნენ, თუ მოენატრებათ?! - ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც ის წერს: "ისე ნეტა ჩემს 212-ე საკანში რა ხდება ახლა? ზოგჯერ, განსაკუთრებულ აურზაურში და ამაო ყაყანის დღეებში მომენატრება კიდეც იმის სიმშვიდე."

სალუქვაძის განცხადებით,  გვარამიას კარგ ტონად მიაჩნია ნასამართლეობა, თუმცა არა საამაყო მიზეზით, არამედ ფულის მითვისების გამო იყო დაპატიმრებული და საკუთარი სასჯელი სტასბურგის სასამართლოშიც არ გაუსაჩივრებია. 

"ამ ჯალათების იდეოლოგს თავისი კამერა მოენატრა. გვარამიას და სააკაშვილის ციხეებიდან ბევრი ნაწამები მიცვალებული გამოასვენეს, ბევრი დააინვალიდეს. აბა სერგო თეთრაძის, სულხან მოლაშვილის და სხვების ჭირისუფალს ჰკითხოს, თუ ენატრებათ?! ან ცოცხლები რომ იყვნენ, თუ მოენატრებათ?!
კაცობს მისი ჭკუით. ამათ კარგ ტონად მიაჩნიათ ნასამართლეობა. რომ ჰკითხო, ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდნენ.
ციხეში იჯდა ფულის მითვისებაზე. ესეც არ მყავდეს დისიდენტი. ისინიც კი არ ტრაბახობდნენ ციხეებით და გადასახლებებით.
გაასაჩივრა სასჯელი სტრასბურგში? არა. შეიწყალა ზურაბიშვილმა და ეს მარგინალი დააბრუნა პოლიტიკაში. ახლა ზის, ალბათ, გვარამია და აგრძელებს შავი სიების წერას. წერეთ, წერეთ..." - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი