ზურაბ ქადაგიძე: ჩვენი "მეგობარი ქვეყნები" აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ და მაქსიმალურად რეკლამირებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ ამ სიველურეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
560 26 თებერვალი 2024, 19:10
ჯერ იყო და მევახშე ხაზარაძემ ტრანსგენდერებზე ფილმი დააფინანსა და გეი დათვის პრიზი მოიგო ბერლინში, ახლა შუაგულ თბილისში LGBT პროპაგანდის მორიგი ღონისძიება დაუგეგმავთ და "ქვიარ ამბებზე ხელოვნებაში"- ამ სახელწოდების ქვეშ ხალხს ამაყად ეპატიჟებიან. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ პროექტი განხორციელებულია შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის მიერ ჰოლანდიის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს (Federal Department of Foreign Affairs FDFA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, 6 მარტს დაგეგმილ წიგნის პრეზენტაციას სახელწოდებით “ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”.

ქადაგიძის თქმით, "მეგობარი ქვეყნები" აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ და მაქსიმალურად რეკლამირებენ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ.

„განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ, თორემ ჩვენ თვალწინ, ჩვენი შვილების თვალწინ უბედურება ტრიალებს. ჯერ იყო და მევახშე ხაზარაძემ ტრანსგენდერებზე ფილმი დააფინანსა და გეი დათვის პრიზი მოიგო ბერლინში, ახლა შუაგულ თბილისში LGBT პროპაგანდის მორიგი ღონისძიება დაუგეგმავთ და "ქვიარ ამბებზე ხელოვნებაში"- ამ სახელწოდების ქვეშ ხალხს ამაყად ეპატიჟებიან. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ პროექტი განხორციელებულია შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის მიერ ჰოლანდიის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს (Federal Department of Foreign Affairs FDFA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. ამაზე მეტი რა უნდა ქნან? ჩვენი "მეგობარი ქვეყნები" აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ და მაქსიმალურად რეკლამირებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ ამ სიველურეში!!!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი