თამთა მეგრელიშვილი 6 მარტს დაგეგმილ ლგბტ ღონისძიებაზე: მივმართავ ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე UNDP - ის პროგრამის ხელმძღვანელებს - იქნებ კეთილი ინებოთ და აგვიხსნათ, რატომ აფინანსებთ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
603 26 თებერვალი 2024, 19:23
მივმართავ საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP - ს პროგრამის ხელმძღვანელებს - იქნებ კეთილი ინებოთ და აგვიხსნათ, რატომ აფინანსებთ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში?, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი 6 მარტს დაგეგმილ წიგნის პრეზენტაციას სახელწოდებით “ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”.

მეგრელიშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ მოითმენს მსგავსი სიმახინჯის დაკანონების მცდელობას და ქვეყნის მოსახლეობის 90%-ისთვის არათუ მიუღებელია, არამედ ლოგიკურ გაღიზიანებას იწვევს.


„მივმართავ საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP - ს პროგრამის ხელმძღვანელებს - იქნებ კეთილი ინებო და აგვიხსნათ, რატომ აფინანსებთ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში? რატომ იხარჯება ფული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში, ხოლო შემდგომ რატომ გვამადლით, რომ ჩვენ ქვეყანაში თანხებს ხარჯავთ? რატომ აფინანსებთ ისეთ ღონისძიებებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 90% - ისთვის არათუ მიუღებელია, არამედ ლოგიკურ გაღიზიანებას იწვევს? რატომ გვახვევთ თავს სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესს და რატომ ცდილობთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიოთ ამ იდეოლოგიის პროპაგანდით? ნუთუ გგონიათ, რომ მსგავსი სიმახინჯის დაკანონების მცდელობას მოითმენს ქართველი ხალხი? მწარედ ცდებით. აჯობებს გონს მოეგოთ და გადახედოთ თქვენ პრიორიტეტებს, თუმცა კი, ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი