დავით ქართველიშვილი: ხაზარაძემ პენსიონერების მხარდაჭერა დაკარგა და ახლა „LGBT-თემის“, როგორც ამომრჩევლის სიმპათიები მოპოვებაზე მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
526 26 თებერვალი 2024, 20:13
ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოებისთვის აშშ-სთან, მის საელჩოსთან ერთ-ერთი კომუნიკატორი ორგანიზაცია არის USAID-ი, ამ ორგანიზაციამ ობიექტურობის და საპარტნიორო ურთიერთობების ფარგლებში ვერ შეინარჩუნა საკუთარი თავი ჩვენთან მიმართებით, როდესაც ე.წ. „რუსულ კანონზე“ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დეზინფორმაციის გავრცელების ფეიკ ნარატივს“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ისაუბრა. 

მისი თქმით, ხაზარაძეს პენსიონერების იმედი აღარ აქვს და როგორც ჩანს სხვა ელექტორატზე, „LGBT-თემზე“ გადაერთო,  რასაც ერთი პლუსი მაინც აქვს - მათი სრული რაოდენობა გვეცოდინება 26 ოქტომბრის ელექტრონულ არჩევნების შედეგების შედეგად, რა რაოდენობის ხმებს აიღებს.


„მორიგი ლელო დადო ხაზარაძემ, ხაზს ვუსვამ თავის ჩათვლის მოედანზე იმიტომ, რომ მისი მათემატიკური ცოდნით იმედგაცრუებული პენსიონერების იმედი აღარ აქვს და როგორც ჩანს სხვა ელექტორატზე გადაერთო, არატრადიციულ ელექტორატზე, რასაც ერთი პლუსი მაინც აქვს - მათი სრული რაოდენობა გვეცოდინება 26 ოქტომბრის ელექტრონულ არჩევნების შედეგების შედეგად, რა რაოდენობის ხმებს აიღებს (ეს ნახევრად ხუმრობით).


მინდა ერთი მომენტიც აღვნიშნო - ჩვენს ხელისუფლების და საზოგადოებისთვის აშშ-სთან, მის საელჩოსთან ერთ-ერთი კომუნიკატორი ორგანიზაცია არის USAID-ი. ამ ორგანიზაციამ ობიექტურობის და საპარტნიორო ურთიერთობების ფარგლებში ვერ შეინარჩუნა საკუთარი თავი ჩვენთან მიმართებით, როდესაც ე.წ. „რუსულ კანონზე“ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დეზინფორმაციის გავრცელების ფეიკ ნარატივს.

ეს იყო ძალიან ცუდი ნიშანი იმისა, რომ მათ დაიკავეს არასწორი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების, ხელისუფლების, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მიმართ. ასევე, მათი ხელშეწყობით ჩამოყვანილი იყო, რევოლუციონერი ტრენერები, ქოუჩები, რომელთა საქმიანობა მთელმა საქართველომ დაინახა. როდესაც შევეკითხეთ, რასთან გვქონდა საქმე (USAID-ი ეტყობა ჩვენს საზოგადოებას იდიოტებად თვლის), ბუნდოვანი პასუხი გაგვცეს, რომ ეს იყო კულტურის მუშაკებთან შეხვედრა, ბავშვთა ონკოლოგიის საკითხებზე. 

როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაიცვა ქვეყნის, საზოგადოების ტრადიციული მიდგომები და დედა ეკლესიის მხარეს დადგა,  გამოვიდა USAID-ის მიერ დაფინანსებული „ტოლერანტობის ცენტრი“  და სასტიკად გაუკრიტიკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიდგომა ეროვნულi, ტრადიციული ფასეულობების მიმართ.

რაც შეეხება ხაზარაძეს, მან პენსიონერების მხარდაჭერა დაკარგა, „LGBT-თემის“, როგორც ამომრჩევლის სიმპათიები მოიპოვა. ვნახოთ, ვინ იქნება მისი ელექტორატი“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი