ზურაბ ქადაგიძე: დამანგრეველი ეფექტი აქვს “ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
482 27 თებერვალი 2024, 14:44

დამანგრეველი ეფექტი აქვს “ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან, ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით. ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდას ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში! - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით, კატასტროფულად იზრდება საკუთარი თავის იდენტიფიცირების მაჩვენებელი, როგორც “ლგბტ” თემის წარმომადგენლისა და მიზანმიმართული ტყუილი და ფარსია ის “ნარატივი”, რომ აგიტაცია-პროპაგანდა არ მუშაობს და ბუნებრივ პროცესზეა საუბარი.

„აშშ-ს საზოგადოებაში და კონკრეტულად ახალგაზრდებში, კატასტროფულად იზრდება საკუთარი თავის იდენტიფიცირების მაჩვენებელი, როგორც “ლგბტ” თემის წარმომადგენლისა. სურათზე მოცემულია თაობათა შორის და წლების მიხედვით მაჩვენებლის მზარდი დინამიკა. მიზანმიმართული ტყუილი და ფარსია ის “ნარატივი”, რომ აგიტაცია-პროპაგანდა არ მუშაობს და ბუნებრივ პროცესზეა საუბარი.

პრიმიტიული მაგალითი:
- წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი გენეტიკის მქონე ბავშვი, აუცილებლად დაიწყებს საუბარს იმ ენაზე, რაზეც საუბრობდა მისი გარემოცვა!
დამანგრეველი ეფექტი აქვს “ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან, ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით.

ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდას ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი