ლევან ნიკოლეიშვილი ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: ჰესი არ ააშენოთო, ხე არ გადარგოთო - ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან ფინანსდებიან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
597 28 თებერვალი 2024, 00:09
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე არ შეუშვეს.
ნიკოლეიშვილი სვამს კითხვას, რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები საინვესტიციო პროექტებს და კურორტების განვითარებას. ექსპერტი ასევე ინტერესდება, ვინ დგას აქტივისტების უკან და საიდან ფინანსდებიან ისინი. “დაცული ტერიტორიების სააგენტომ გავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ირკვევა რომ „ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა.“ აქეთ ჰესი არ ააშენოთო იქით ხე არ გადარგოთო, ბიომრავალფეროვნებაც ჩვენ შეგვითანხმეთო. რატომ ეწინააღმდეგებიან ინვესტიციების განხორციელებას, კურორტების მოწყობას? რატომ უშლიან ხელს ადგილობრივების დასაქმებას? ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ დგას მათ ზურგს უკან, საიდან ფინანსდებიან? რას ნიშნავს არ შეუშვაო იკითხავს მავანი, რას ნიშნავს და თავგასულობას რომელსაც ამკვიდრებენ კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. საინტერესოა როდემდე უნდა გაგრძელდეს მათი პარპაში?” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი