დავით ქართველიშვილი: ვინც დაუპირისპირდება კანონს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, ყველა, ვინც გრანტზე გაცვლის რელიგიას და სამშობლოს, იქნება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
475 29 თებერვალი 2024, 21:01
ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,  რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.


ქართველიშვილის თქმით, ყველა, ვინც გრანტზე გაცვლის რელიგიას და სამშობლოს, იქნება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

„პირდაპირ ვამბობ - ვინც დაუპირისპირდება კანონს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, პოლიტიკოსი იქნება ეს, ენჯეოშნიკი თუ საელჩოს თანამშრომელი, ყველა იქნება გამოცხადებული ჩვენი ქვეყნის და დედა ეკლესიის მოწინააღმდეგე. ყველა, ვინც გრანტზე გაცვლის რელიგიას და სამშობლოს, იქნება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ნაძირალა. დიდი ლუსტრაცია იწყება!“-წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი