გია აბაშიძე ტორესა მოსის განცხადებაზე: ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის "რუსულად" შერაცხვას აპირებენ ნაცსექტაში და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
526 01 მარტი 2024, 13:47
ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის "რუსულად" შერაცხვას ნამდვილად აპირებენ ნაცსექტაში და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს (გირჩი ჯაფარიძის ადეპტი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი), 
 - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ტორესა მოსის განცხადებას მმართველი გუნდის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით.

აბაშიძის თქმით, ტორესა მოსის შემდეგ სხვა მწერლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართველი თუ უცხოელი პოლიტიკოსებიც გამოვლენ აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ.

"ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის "რუსულად" შერაცხვას ნამდვილად აპირებენ ნაცსექტაში და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს (გირჩი ჯაფარიძის ადეპტი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი). შემდეგ იქნებიან "უბორნიის" "მწერლები" და უინტელექტო "ენჯეოშნიკები", მერე ნაცპოლიტიკანები და, ცხადია, რეპუტაციაშელახული, ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ტრადიციული ბექ ვოკალი ოდიოზური ევროპარლამენტარებისგან. 
გვინახავს ეს "ნაცქაჯური" "ლიბერალურად" შემოსაღებული სერიალები. თუმცა, საზოგადოების უმრავლესობასთან ჭიდილს ნამდვილად არ ვურჩევდი ვერცხლისმოყვარე, უსამშობლო, მარგინალ პერსონაჟებს." - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი