დავით ქართველიშვილი: გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ლიბერალური ფაშიზმის გველეშაპი სრულებით თუ არ განადგურდა, იმ დონეზე უნდა დასუსტდეს, რომ მისმა „გველის წიწილებმა“ ან მოახდინონ ინტეგრირება ქართულ ტრადიციულ სივრცეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
617 02 მარტი 2024, 16:53

სწორედ რომ დამაჯერებელი წარმატების მისაღწევად იქნა "მივლინებული" ფრონტის წინა ხაზზე ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა შედეგს მისგან არც ველოდებით, - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მომდევნო არჩევნები მმართველმა პარტიამ უნდა მოიგოს დამაჯერებლად და მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ქართველიშვილის განცხადებით, ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში უნდა განადგურდეს ან ისე უნდა დასუსტდეს, რომ მისმა წარმომადგენლებმა ან მოახდინონ კონსტრუქციული ინტეგრაცია ქართულ, ტრადიციულ სივრცეში, ან დატოვონ მათთვის მიუღებელი სივრცე.

"სწორედ რომ დამაჯერებელი წარმატების მისაღწევად იქნა "მივლინებული" ფრონტის წინა ხაზზე ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა შედეგს მისგან არც ველოდებით. ლიბერალური ფაშიზმის გველეშაპი სრულებით თუ არ განადგურდა, იმ დონეზე უნდა დასუსტდეს, რომ მისმა "გველის წიწილებმა" ამ ქვეყანაში სათავისოდ ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება მიიღონ: ან მოახდინონ კონსტრუქციული ინტეგრირება ქართველურ ტრადიციულ სივრცეში ან დატოვონ მათთვის გაუგებარი, მიუღებელი და "ბნელი" ტერიტორიული სივრცე.
პირველად ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ქართველი ხალხი მადლობელი და მადლიერი მიაცილებს მათ "მადამ პღეზიდანის" რეალური სამშობლოს მიმართულებით. ხოლო, მათგან გათავისუფლებულ საკუთარ სამშობლოში იზრუნებს შვილების, შვილიშვილების მომავალზე და მშობლების ღირსეულ სიბერეზე. მუდმივი საბოტაჟის, დესტრუქციის, დივერსიების რეჟიმში ამ ამოცანების შესრულება შეუძლებელი მისიაა. ამიტომაც გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. როგორც ყოველთვის, თქვენს გვერდში ვართ ბატონო ირაკლი." - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი