გია აბაშიძე - თხუთმეტწლიანი სტრატეგიული პარტნიორობისას, საქართველომ რით ვერ დაიმსახურა ვაშინგტონიდან პარტნიორობის მინიმალური ბენეფიტები? საუბარია უვიზო მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებსა და თავისუფალ ვაჭრობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
578 18 მარტი 2024, 13:19
საკითხავია, ოცდაათწლიანი თანამშრომლობისა და თხუთმეტწლიანი სტრატეგიული პარტნიორობისას, საქართველომ რით ვერ დაიმსახურა ვაშინგტონიდან პარტნიორობის მინიმალური ბენეფიტები? საუბარია უვიზო ან გამარტივებულ მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებსა და თავისუფალ ვაჭრობაზე“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მიუღებელია ე.წ. დამადლება გაწეულ ამერიკულ დახმარებაზე.
მისივე თქმით, საერთაშორისო ურთიერთობაში ინტერესები და ურთიერთსარგებლობა მუდმივია, მაგრამ ვასალურ მდგომარეობაზე მინიშნება საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.


„საკითხავია, ოცდაათწლიანი თანამშრომლობისა და თხუთმეტწლიანი სტრატეგიული პარტნიორობისას, საქართველომ რით ვერ დაიმსახურა ვაშინგტონიდან პარტნიორობის მინიმალური ბენეფიტები? საუბარია უვიზო ან გამარტივებულ მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებსა და თავისუფალ ვაჭრობაზე. 
ევროატლანტიკური ინტეგრაციასთან ერთად, ცალკეულთა კრიტიკის მიუხედავად, საქართველო წარმატებით ახორციელებს მულტივექტორულ პოლიტიკას. შედეგები ამგვარია (მოკლედ):
- ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, მალე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა; 
- ისრაელთან უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ავიარეისები და თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყება უახლოეს მომავალში;
- ეკონომიკურ პარტნიორობაზე გაფორმდა შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან;
- ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან, ასევე სხვა რამდენიმე სახელმწიფოსთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმისა და სავაჭრო ურთიერთობების მაქსიმალურად გასამარტივებლად და კონკრეტული შედეგებიც სახეზეა.
ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ე.წ. დამადლება გაწეულ ამერიკულ დახმარებაზე. ჩვენ არასდროს და არავის დავამადლებთ ჩვენი საამაყო ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, ეს არ ზის ქართველთა სულში.
რაც შეეხება დამადლებულ დახმარებას. ფაქტია, რომ აშშ-ის დახმარების მსუყე ნაწილი, სამწუხაროდ, იმ რადიკალური ე.წ. არასამთავრობოების ხელში ხვდება, რომლებიც ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ აქტივობას ეწევიან.
საერთაშორისო ურთიერთობაში ინტერესები და ურთიერთსარგებლობა მუდმივია, მაგრამ ვასალურ მდგომარეობაზე მინიშნება საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია!“-წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი