ნინო ფოჩხუა: ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას. თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის და რა მიზნით აფინანსებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
472 19 მარტი 2024, 14:19

ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას. თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის და რა მიზნით აფინანსებენ, გახადონ გამჭვირვალე ყველა ფინანსური ტრანში, რათა ქართველმა ხალხმა დაინახოს სტრატეგიული პარტნიორის მიზნები საქართველოში, მაგრამ ეს არ მოხდება, აშშ საელჩო ამას არ იზამს, ეს კი გაამყარებს იმ ეჭვს, რაც სიმართლეს შეესაბამება, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით, ამერიკისთვის საქართველოს ფუნქცია რუსეთის შეკავებაა, ისევე როგორც უკრაინის, რომელმაც სამწუხაროდ მოაწერა ხელი იმ უბედურებას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ კი არა, ამიტომაც არის, რომ გარეშე მტრები შიდა აგენტურის დახმარებით ცდილობენ არიონ ქვეყანა, მღვრიე წყალში ხომ თევზს უკეთ დაიჭერენ.

„უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიაო, ნათქვამია. აშშ-ის საელჩო ხშირად გვახსენებს იმ 6-მილიარდიან (არა და 4,5-მილიარდია) დახმარებას, რაც საქართველომ მიიღო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არ აკონკრეტებს რას მოხმარდა ეს დაფინანსება. დღეს რატომ გახდა აქტუალური ამ "საჩუქრის" გახსენება, რუსეთთან ომში ჩართვის საპირწონედ ხომ არა? ნუთუ ვერ ხვდებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ წავა ამაზე 500-მილიარდის საფასურადაც კი. ამერიკისთვის ჩვენი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა, ისევე როგორც უკრაინის, რომელმაც სამწუხაროდ მოაწერა ხელი იმ უბედურებას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ არა, ამიტომაც არის რომ გარეშე მტრები შიდა აგენტურის დახმარებით ცდილობენ არიონ ქვეყანა, მღვრიე წყალში ხომ თევზს უკეთ დაიჭერენ. აბა რას უნდა მივაწეროთ გაშმაგებული ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, აგენტურული ენჯეოების დაფინანსება და ა.შ. ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის, რა და რა მიზნით აფინანსებენ, გახადონ გამჭვირვალე ყველა ფინანსური ტრანში, რათა ქართველმა ხალხმა დაინახოს სტრატეგიული პარტნიორის მიზნები საქართველოში, მაგრამ ეს არ მოხდება, აშშ საელჩო ამას არ იზამს, ეს კი გაამყარებს იმ ეჭვს, რაც სიმართლეს შეესაბამება“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი