ვატო შაქარიშვილი: მოსკოვში მომხდარმა შემზარავმა ტერორისტულმა აქტმა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დასავლეთში გამეფებული ფარისევლობის მასშტაბი, რომელიც ფაშიზმში გადაიზარდა, გადავხედე ბორელის, მიშელის, ფონ დერ ლაიენის ოფიციალურ გვერდებს - დუმილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
473 23 მარტი 2024, 14:40
მოსკოვში მომხდარმა შემზარავმა ტერორისტულმა აქტმა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დასავლეთში გამეფებული ფარისევლობის მასშტაბი, რომელიც უკვე ფაშიზმში გადაიზარდა! არ იქნება არც Je suis Charlie, არც სოლიდარობის და სამძიმრის სიტყვები… მაშინ, როცა მინიმუმ 60 უდანაშაულო ადამიანი, ქალი, კაცი, ბავშვი ტერორისტებმა უმწეო მდგომარეობაში სასტიკად მოკლეს… - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ქართველი ფაშისტები, რომლებიც თავს ლიბერალებს უწოდებენ, მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით წარმოუდგენელ მოსაზრებებს წერენ და თან ამტკიცებენ, რომ ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან. "მოსკოვში მომხდარმა შემზარავმა ტერორისტულმა აქტმა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დასავლეთში გამეფებული ფარისევლობის მასშტაბი, რომელიც უკვე ფაშიზმში გადაიზარდა! არ იქნება არც Je suis Charlie, არც სოლიდარობის და სამძიმრის სიტყვები… მაშინ, როცა მინიმუმ 60 უდანაშაულო ადამიანი, ქალი, კაცი, ბავშვი ტერორისტებმა უმწეო მდგომარეობაში სასტიკად მოკლეს… გადავხედე ბორელის, მიშელის, ფონ დერ ლაიენის და სხვების ოფიციალურ გვერდებს - დუმილი… ეტყობა, ბორელისეული “აყვავებული ბაღის” ბინადრები რომ არ იყვნენ ეს ადამიანები, მათზე არ ვრცელდება სიცოცხლის უფლება, ტერორისტების მიერ უსასტიკესი ფორმებით მათი დახოცვაც კი, არ იწვევს ემპათიის განცდას… უფრო შორს წავიდნენ ქართველი ფაშისტები, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებს უწოდებენ. რომ კითხო, ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან და ჰუმანურობის უმაღლეს მწვერვალზე არიან… გამოდგნენ და წარმოუდგენელ რაღაცებს წერენ და ამბობენ… ჯერ კიდევ არაფერი იყო დასრულებული და ტვ პირველზე “სამხედრო ანალიტიკოსები” გამოიყვანეს, რომლებიც ერთმანეთზე უარეს სისულელეებს ლაპარაკობდნენ. დილიდან, საქართველოს მთავრობის სამძიმრის წერილს შეესივნენ და ფბ ტერმინს გამოვიყენებ - აჰაჰავებენ ანუ დასცინიან. ხვალ გამოვლენ და ცხოველთა უფლებებზე ლექციებს წაგვიკითხავენ… ეს ფარისევლები… ეს ფაშისტები…" - წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი