ლევან ნიკოლეიშვილი: პარლამენტის პრინციპულობის შემთხვევაში რამდენიმე არასამთავრობოს და უცხოელი მავნებლური ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი შეკვეთაც და აღსრულებაც საპნის ბუშტივით გასკდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
524 30 მარტი 2024, 21:59
ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება, რატომ ხდება ასეთი შეტევა საქართველოს სასამართლო სისტემაზე. არჩევნებში დამარცხების შემდეგ რადიკალური ჯგუფები მათი უცხოელი პატრონების შეკვეთითა და მხარდამჭერით აუცილებლად შეეცდებიან სიტუაციის არევას-რაშიც მათ სავარაუდოდ დე ფაქტო პრეზიდენტიც დაუჭერს მხარს, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, “რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა.”

ექსპერტი იხსენებს 2020 წლის არჩევნებზე ISFED-ის ვითომდა მექანიკურ შეცდომას, რამაც ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების პრინციპულობაზე და თუ ლეგიტიმური საფუძველი იარსებებს, ასეთი ორგანიზაციების მუშაობა  საერთოდ უნდა აიკრძალოს.

“ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება, რატომ ხდება ასეთი შეტევა საქართველოს სასამართლო სისტემაზე. არჩევნებში დამარცხების შემდეგ რადიკალური ჯგუფები მათი უცხოელი პატრონების შეკვეთითა და მხარდამჭერით აუცილებლად შეეცდებიან სიტუაციის არევას-რაშიც მათ სავარაუდოდ დე ფაქტო პრეზიდენტიც დაუჭერს მხარს. იქიდან გამომდინარე რომ არც სალომე ზურაბიშვილი და არც რადიკალები ხალხში პოპულარობით არ სარგებლობენ მათ სხვა ლეგიტიმაცია სჭირდებათ. ასეთი ლეგიტიმაციისთვის მათთვის, მათ მიერ  ან უცხოელების მიერ კონტროლირებადი სასამართლო უკვე სერიოზული დამხმარე ინსტრუმენტი იქნება, სადაც უამრავი საჩივარი შევა არჩევნების შედეგების  გაბათილების მიზნით. შესაბამისად შემდგომში ეს უნდა იყოს ან რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და ზოგადად არეულობის მიზეზი. ახლა, ყველაფერი დამოკიდებულია სწორედ ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით პარლამენტზე, რომლის პრინციპულობის შემთხვევაში რამდენიმე არასამთავრობოს  და უცხოელი მავნებლური ჯგუფების  ანტისახელმწიფოებრივი შეკვეთაც  და აღსრულებაც  საპნის ბუშტივით გასკდება. ისე თავის დროზე ISFED-ის თაღლითობა, რომ მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებით დასრულდა, ცოტა შეურაცხმყოფელიც  და ზე-ლმობიერიც იყო.  გავიხსენოთ, ISFED-ის ვითომდა მექანიკურმა შეცდომამ დიდი ხნის განმავლობაში აჯანჯღარა ქვეყანა. ამიტომ, ასეთი ორგანიზაციები არათუ დაშვებული იქნან არჩევნებზე არამედ თუ კი ლეგიტიმური საფუძველი გვაქვს,  მათი მუშაობა  საერთოდ უნდა აიკრძალოს საქართველოში,” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი