ირაკლი ლატარია მამუკა მდინარაძის მიმართვაზე აშშ-ს საელჩოსთვის: თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით მოსამართლეებს სანქციებიო... ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას - თუ ხარ სახელმწიფო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
442 01 აპრილი 2024, 22:49
დიახაც!!!  თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით სანქციებიო... ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას - თუ ხარ სახელმწიფო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც  აშშ-ის საელჩოს და ელჩს მიმართა, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ. 

ექსპერტის თქმით,  საქართველო ამერიკას თავს არ დაუხრის, რადგან ორივე არის ჯერ სახელმწიფო და შემდეგ მეგობრები და თუ სადმე გადაცდომაა, ამაზე რეაგირებას მოითხოვს ჩვენი ქვეყანა. 

„დიახაც.. !!! 
თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით სანქციებიო... ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას - თუ ხარ სახელმწიფო. 
კი ბატონო, ვართ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი, ყველაფერში თქვენს გვერდით ვართ, მაგრამ თუ ვხედავთ სადმე გადაცდომას - თუნდაც თქვენი მხრიდან, მოვითხოვთ რეაგირებას... დაახლოებით ამ პათოსით ისაუბრა მამუკა მდინარაძემ და მაგრად მესიამოვნა  
თავს არ დაგიხრით, იმიტომ რომ ორივე ვართ ჯერ სახელმწიფოები და შემდეგ მეგობრები - ასეთი პოზიციები ძალიან მეამაყება..  “, - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი