თამთა მეგრელიშვილი: „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა წინაშე საქმით წარმოჩინდება, ოპოზიციური ძალები კი ვერსად ემალებიან საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ იმიჯს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
414 02 აპრილი 2024, 19:21

„ქართული ოცნება“ საუკეთესო შედეგით დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, „ნაციონალური მოძრაობა" შენარჩუნდება დაბალი თუმცა ბარიერგადალახული რეიტინგით და მესამე ძალად ეროვნული ამბიციითა და პოლიტიკური ხელწერით "ხალხის ძალა" შემოვა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილის თქმით, ბარიერგადალახული „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებული გახდება საარჩევნოდ მიღებული შედეგები გაიაზროს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში ქართველი ხალხის არჩევანს დანებდეს. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნება" ამომრჩეველთა წინაშე საქმით წარმოჩინდება, ოპოზიციური ძალები კი ვერსად ემალებიან ანტისახელმწიფოებრივ იმიჯს.

„რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს", ქართული ოპოზიციური პარტიების "ვირტუალური იმიჯი" 2024 წლის არჩევნებში საკუთარ თავს არ დამალავს და მათი პოლიტიკური ფეილი ქართულ პოლიტიკაში ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება" საუკეთესო შედეგით დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, „ნაციონალური მოძრაობა" შენარჩუნდება დაბალი, თუმცა ბარიერგადალახული რეიტინგით და მესამე ძალად ეროვნული ამბიციითა და პოლიტიკური ხელწერით "ხალხის ძალა" შემოვა.

ამ შედეგის მიმღებლობით, ქართულ პოლიტიკაში ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ძალების პოლიტიკური თანამონაწილეობით ბარიერგადალახული "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდება საარჩევნოდ მიღებული შედეგები გაიაზროს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში ქართველი ხალხის არჩევანს დანებდეს. სოციალურ და სხვა მრავალ საკითხზე პასუხისმგებლობას სახელისუფლებო გუნდი უკვე მზა რეფორმებით პასუხობს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არსად გაურბის, შესაბამისად აზრს კარგავს ოპოზიციური სპექტრის ისტერია სოციალურ თემებზე და მხოლოდ საარჩევნოდ შერჩეული "ბრენდის" განწყობას ქმნის.

„ქართული ოცნება" ამომრჩეველთა წინაშე საქმით წარმოჩინდება, ოპოზიციური ძალები კი ვერსად ემალებიან ანტისახელმწიფოებრივ საკუთარ იმიჯს. მოწოდება, საქმე უშინაარსო საუბრის ნაცვლად! დღეს ყველაზე მეტად არ აწყობს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც დაახლოებით ამ შინაარსის პოლიტიკური გზავნილი ჰქონდა საკუთარი მმართველობისას წლების წინ და რომელმაც ზუსტად ამ შინაარსში მოატყუა ქართველი ხალხი. მათი პოლიტიკური ხელწერა უცვლელია, ისინი კვლავ აკეთებენ საქმეს საქმის გარეშე და საკუთარი ვირტუალური იმიჯით გაბრუებულნი გეგმავენ 2024 წლის არჩევნებზე საკუთარ გამარჯვებაში დაარწმუნონ მათივე ამომრჩევლები და ხუთიანზე შეასრულონ დავალება, წინასწარ დავალებული, მათი დამფინანსებელ გამომკვებების, საქართველოს დაუძინებელი მეგობრების“, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი