ირაკლი ლატარია „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო კამპანიაზე: ცენზურას არქმევთ ევროპულს, გამჭვირვალობას კი რუსულს, არადა ყველამ კარგად ვიცით, თუ სად იმალება სიმართლე და თუ რა გტკივათ რეალურად - შავი ფული არის ის ტკივილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
404 09 აპრილი 2024, 16:41

მთელი 9 წელი ადამიანებს ზუსტად ისე აწამებდით ციხეებში, როგორც ეს რუსულ ციხეებში ხდება, ამას არქმევდით დემოკრატიულობას და ახლაც იმავეს ცდილობთ - ცენზურას არქმევთ ევროპულს, გამჭვირვალობას კი - რუსულს... არადა ყველამ კარგად ვიცით, თუ სად იმალება სიმართლე და თუ რა გტკივათ რეალურად!!! დიდი, შავი ფული - არის ის ტკივილი, რამაც ზედმეტად შეგაწუხათ.... წერტილი.. - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში, „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე.

ლატარიას თქმით, ვერაფრით ხვდება, რატომ უჭერს თავის ქვეყანაში მხარს კანონს საფრანგეთის ელჩი, როცა საქართველოში იმავე კანონს არ ეთანხმება.

„ვერაფრით ვხვდები ერთ რამეს და ვინც ამას ახსნის, (ოღონდ თუთიყუშივით ,,იი რუსული კანონია" -ს წივილით არა. აი, არგუმენტებით ვინც დამისაბუთებს და მიპასუხებს, თუ რატომ არის რუსული ის კანონი, რომელიც ამერიკაშიც მოქმედებს და ბევრად მკაცრად ვიდრე ჩვენთან აპირებენ) მადლობელი დაგრჩებით.....

- ასევე ვინც მიპასუხებს, რატომ ხდება რომ საფრანგეთის ელჩი როცა უჭერს თავის ქვეყანაში მხარს კანონს, საქართველოში ის კანონი თურმე არ უნდა იყოს ? .. ..

ძალიან მინდა მოგისმინოთ ყველას და მაქსიმალურად შევიდე თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ როგორ გამოვა ეს ამბავი არ ვიცი... როგორ გამოგყვეთ იმ წიოკში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ შავი ფულის ლობირებას ეწევით და ამ ყველაფერს ფუთავთ ,,გამჭვირვალობად“?... მთელი 9 წელი ადამიანებს ზუსტად ისე აწამებდით ციხეებში, როგორც ეს რუსულ ციხეებში ხდება და ამას არქმევდით დემოკრატიულობას და ახლაც იმავეს ცდილობთ - ცენზურას არქმევთ ევროპულს, გამჭვირვალობას კი - რუსულს... არადა ყველამ კარგად ვიცით, თუ სად იმალება სიმართლე და თუ რა გტკივათ რეალურად!!! დიდი, შავი ფული - არის ის ტკივილი, რამაც ზედმეტად შეგაწუხათ....წერტილი..“- წერს ლატარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი