ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძემ საკმაოდ ზრდილობიანი და დიპლომატიური პასუხი გასცა ოლაფ შოლცს და ეს ყველას მოეწონება, ვისთვისაც ღირსება, ქვეყნის ინტერესები და სამშობლო ყველაზე მაღლა დგას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
387 14 აპრილი 2024, 12:04
ძალიან მარტივია, როცა შენ ქვეყნის საქმეებში უცხოელი ცდილობს ჩარევას, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს, სულ მცირე უხეშობაა, რეალურად კი შენი ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა. ვის შეიძლება მოეწონოს ეს, მხოლოდ უსამშობლო უცხოელ პატრონზე დამოკიდებული, მონური აზროვნების არსებას, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „უსამშობლოები ზურაბიშვილიდან - ნათელაშვილამდე ვერც კი ხვდებიან, რომ იმ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური უხეშობა თუკი ვინმემ იკადრა, ეს იყო ოლაფ შოლცი, რომელიც აგრესიულად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეში“. 

ექსპერტის თქმით, ირაკლი კობახიძემ საკმაოდ ზრდილობიანი და დიპლომატიური პასუხი გასცა ოლაფ შოლცს და ეს ყველა იმ ადამიანს  მოეწონება, რომლისთვისაც ღირსება, ქვეყნის ინტერესები და სამშობლო ყველაზე მაღლა დგას.

„ძალიან მარტივია, როცა შენ ქვეყნის საქმეებში უცხოელი ცდილობს ჩარევას, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს, სულ მცირე უხეშობაა, რეალურად კი შენი ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა. ვის შეიძლება მოეწონოს ეს, მხოლოდ უსამშობლო უცხოელ პატრონზე დამოკიდებული, მონური აზროვნების არსებას.
ხოლო, როცა შენი ქვეყნის ლიდერი ღირსეულ, ამავე დროს საკმაოდ ზრდილობიან და დიპლომატიური პასუხს სცემს, უცხო ქვეყნის თუნდაც მაღალი თანამდებობის პირს, ვის შეიძლება მოეწონოს ეს, რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს რომლისთვისაც ღირსება, ქვეყნის ინტერესები და სამშობლო ყველაზე მაღლა დგას. მართალს ამბობს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, ორივე სიტუაციის მაგალითი ჩვენ ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის დროს ვნახეთ“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი